მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

news image
mbc image

თიბისიმ ავსტრიულ საბანკო ჯგუფთან - Raiffeisen Bank International - ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება ერთიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მრავალჯერადი სავაჭრო სესხები ერთიანი და სტანდარტული პირობებით გაიცემა. შედეგად, მხარეებს შორის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების პროცესი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდება. 

ხელშეკრულება თიბისის საშუალებას მისცემს, გააძლიეროს ბიზნესის მხარდაჭერა და კომპანიებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები აქტიურად დაუფინანსოს.

შეთანხმება კიდევ უფრო გაამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის საბაზრო წილი 48%-ს აღემატება, მთლიანი პორტფელი კი 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბაზარზე პირველობის გარდა, ბანკს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული: მიმდინარე წელს ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით თიბისი აზიის განვითარების ბანკმა(ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა(EBRD) დააჯილდოვეს. 

“მოხარული ვარ, რომ თიბისიმ შეთანხმება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან გააფორმა. ჩვენი ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით უკვე  1000-მდე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე, საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. თიბისი პარტნიორ კომპანიებს ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტული პირობებით დაფინანსებას სთავაზობს. ახალი ხელშეკრულების მეშვეობით კი შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი პარტნიორი დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა