მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება

news image
mbc image

ახალი ვიზუალური იდენტობა, გამარტივებული პირობები და გაზრდილი სარგებელი- თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათის მომხმარებლებისთვის სურვილების ასრულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი დამარტივი გახდა.

გართობა, კინოსა თუ კონცერტის ბილეთები, ტანსაცმელი, მოგზაურობა, ტექნიკა - ერთგული საკრედიტო ბარათით სურვილები აღარ არის შორეული, რადგან ის გაძლევს შესაძლებლობას, შენთვის სასურველიხარჯები გაწიო მაშინ, როცა გჭირდება და აღარ დაელოდო დროს, როცა შესაბამისი ფინანსები გამოგიჩნდება.

საკრედიტო ბარათი არის ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობასწინასწარ დამტკიცებული ლიმიტი გამოიყენო იმ მომენტში, როცა გჭირდება და არ თქვა უარი სურვილებსა დასაჭიროებებზე. გარდა ამისა, თუ ლიმიტს საშეღავათო პერიოდში დაფარავ, დამატებითი პროცენტი აღარდაგერიცხება. რაც ნიშნავს, რომ სურვილების ასრულება შესაძლებელია დამატებითი ფინანსური ტვირთისგარეშე. ამ პრინციპზეა აგებული თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათიც - ახლა უფრო მარტივი წესებით, მკაფიო ვადებით და გაუმჯობესებული პირობებით, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, როგორ მართავსსაკუთარ ხარჯებს და ამავდროულად მაქსიმალურად ისარგებლოს ქეშბექითა და სხვა სარგებლით.

პროდუქტის მთავარი სიახლეები:

  • განახლდა ვიზუალი;
  • ბარათის აღება უფასოა და აღარ გჭირდება წლიური მომსახურების საკომისიოს გადახდა;
  • დარჩა მხოლოდ 2 კატეგორიის ერთგული საკრედიტო ბარათი: Ertguli Visa და Ertguli Visa Platinum კონცეპტ სეგმენტის მომხმარებლებისთვის;
  • Ertguli Visa Platinum-ის მომხმარებლებს ექნებათ წვდომა აეროპორტის ლაუნჯებსა და Fast Track-ზე (უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა);
  • გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი - 30,000 ლარამდე;
  • გაიზარდა სტანდარტული ქეშბექი: Mass ბარათზე 1%, ხოლო Concept ბარათზე 2% (საქართველოშიარსებულ ნებისმიერ POS ტერმინალზე გადახდისას);
  • ადრე მოქმედი ორი განსხვავებული პროცენტის ნაცვლად, ახლა მოქმედებს ერთი ტიპის განაკვეთი;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0%-დან.

მათ, ვინც უკვე სარგებლობს ერთგული საკრედიტო ბარათებით, ჩვეულებრივ გააგრძელებენ სარგებლობას პირობებით, რომელიც ბარათის აღებისას ჰქონდათ, თუმცა ახალი მომხმარებლები ისარგებლებენ მხოლოდგანახლებული ბარათებითა და პირობებით.

ერთგული საკრედიტო ბარათის დამტკიცება და აღება სულ რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი.

„სურვილები ახლოვდება“- ეს არის კამპანია ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ გადახდებში მეტსარგებელს ეძებენ და სურთ, ფინანსური გადაწყვეტილებები მათ სურვილებს უფრო აახლოებდეს.

ერთგული საკრედიტო ბარათის რებრენდინგით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზეორიენტირებულობას- მათი საჭიროებების უკეთ გააზრებას და ყოველდღიურობის გამარტივებას. კომპანია ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ სიახლეს ჰპირდება.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა