მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

news image
mbc image

თიბისიმ, კურორტ გოდერძიზე, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საინვესტიციო ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.

თიბისი კაპიტალის გუნდმა მონაწილეებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა წარუდგინა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კი გოდერძის განვითარების გეგმებისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა კურორტის ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობები ადგილზე დაათვალიერეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნესის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები.

“ინვესტორებს გავაცანით გოდერძის განვითარების გეგმები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ოთხსეზონიან კურორტს აქვს. თიბისისთვის აჭარა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონია - ჩვენ აქ 740 კომპანიის პარტნიორი ვართ. მათთან ერთად ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა სექტორში და ხელს ვუწყობთ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აჭარაში ჩვენი პორტფელი სრულად 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს; 49%-იანი წილით კი ბაზრის ლიდერები ვართ ბიზნესის დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გოდერძიზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს შევქმნით”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და განვითარების უწყვეტი ციკლი რეგიონულ ჭრილშიც მზარდ დინამიკაშია და ის ფაქტი, რომ აჭარა დღეს მრავალი თვალსაზრისით საინტერესო ადგილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონფერენცია და შეხვედრა იმართება, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიმზიდველობას როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს ინიციატივების განხილვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის არა მარტო ზღვისპირა ნაწილის, არამედ მაღალმთიანეთის სწრაფი განვითარება, იქ არსებული მრავალფეროვანი პოტენციალის გათვალისწინებით. წელიწადის ოთხივე სეზონზე კურორტი გოდერძი ამ კუთხით, სრულად პასუხობს ბიზნესინტერესების ფოკუსში არსებობის სტანდარტებს და თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აჭარის მაღალმთიანეთის მარგალიტი - როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაძლიერების კუთხით, რაც წარმოაჩენს კიდეც მთის კურორტების მნიშვნელობას რეგიონის მიმზიდველობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კონფერენციაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ, ცნობილი კომპანიები და დაინტერესებული პირები ღებულობენ მონაწილეობას, ასევე აქტიურად არიან ჩართული ჩვენი რეგიონის შესაბამისი უწყებები და დეპარტამენტები; იმედი მაქვს, ისინი ბევრ აქტუალურ საკითხს განიხილავენ და ერთობლივად გამოკვეთენ ჩვენი რეგიონის განვითარებისა და აჭარის მაღალმთიანეთის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ წამოწყებას დაუჭირა მხარი და იდეიდან რეალობამდე მიიყვანა ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, - ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

08.10.2026.14:29

მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს სექტემბერშიც არაერთ სიახლეს სთავაზობს. ახალი და გაუმჯობესებული ფუნქციონალები ფინანსური საქმეების კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და მოქნილად მართვას ემსახურება - იქნება ეს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნა, ინვესტირება თუ ყოველდღიური ხარჯების განაწილება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბავშვო ანაბრის მობაილბანკიდან გახსნის შესაძლებლობაა. ახლა მშობლებს ანაბრის გასახსნელად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ და ამის გაკეთება პირდაპირ საბავშვო სივრციდან, რამდენიმე წამში შეუძლიათ. საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში. თანხის შეტანის ოდენობასა და პერიოდულობას კი, თავად მომხმარებელი განსაზღვრავს. ეს სიახლე განსაკუთრებით ამარტივებს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნას და მშობლებს საშუალებას აძლევს, პროცესი მათთვის სასურველი პირობებით მართონ.

განახლდა მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაც - აშშ-ის აქციებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი გახდა Extended Trading Hours - გაზრდილი სავაჭრო საათები. მომხმარებლებს ახლა ინვესტირება არა მხოლოდ ბაზრის ძირითად სავაჭრო საათებში, არამედ მის გახსნამდე და დახურვის შემდეგაც შეუძლიათ. შედეგად, ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი დრო 16 საათამდე გაიზარდა. ეს მომხმარებლებს მეტ მოქნილობასა და შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების, კომპანიის ფინანსური შედეგების ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებისას ინვესტიციები უფრო სწრაფად მართონ, პირდაპირ მობაილბანკიდან.

კიდევ ერთი განახლება ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალს უკავშირდება. ახლა, მომხმარებლებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ განაწილების ლიმიტი, ბლოკირებული და უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციების განაწილებაც შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში შესრულებულ შესაბამის ტრანზაქციებზე; ხოლო უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციები განაწილებისას ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში.

მობაილბანკის განვითარება მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებების გაანალიზებასა და იმ ფუნქციონალების შექმნას ეფუძნება, რომლებიც ფინანსური საქმეების მართვას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ახლდება - ემატება ახალი შესაძლებლობები და იხვეწება არსებული ფუნქციონალები, რათა საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენს ყოველდღიურობაზე მორგებული გახდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა