თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მეწარმეებს გადახდების მიღების კიდევ უფრო მრავალფეროვან და მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს.
დღეიდან, თიბისის მომხმარებელ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ობიექტებში, QR კოდით გადახდის ფუნქციონალი დანერგონ. პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას კი, მომხმარებლები მეწარმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, მომენტალურად, როგორც თიბისის, ისე - სამი სხვა ბანკის მობაილბანკით შეძლებენ.
ახალი ფუნქციონალით სარგებლობა სრულიად უფასოა, როგორც მეწარმეებისთვის, ისე - მათი პროდუქციის/სერვისის მომხმარებლებისთვის და მათ არანიაირი საკომისიო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, რომელი ბანკის მობაილბანკიდანაც არ უნდა გადარიცხონ თანხა მეწარმის ანგარიშზე.
თანხის QR კოდით გადახდის პროცესი ძალიან მარტივია და ამისათვის, პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, მობაილბანკში, პირადი ან საბანკო ანგარიშის მითითება საჭირო აღარ არის. მეწარმე თიბისის ბიზნეს მობაილბანკიდან აგენერირებს QR კოდს, ბეჭდავს მას და განათავსებს საკუთარ ობიექტში. მომხმარებელი კი, მობილური ტელეფონის კამერით, ობიექტში განთავსებული QR კოდს ასკანერებს და მისთვის სასურველი ბანკიდან მომენტალურად რიცხავს თანხას მეწარმის ანგარიშზე.
ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მომხმარებლის, ისე - მეწარმის დროს და გადახდების პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის.
„თიბისიში, მომხმარებლების უკუკავშირს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე კი, ვნერგავთ იმ ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე მეწარმეებისთვის QR კოდით თანხის ჩარიცხვის ფუნქციონალის დანერგვაც. დარწმუნებული ვარ, ახალი შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე - მეწარმეებისთვის და მათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს’’, - ანა კახურიშვილი, თიბისის ალტერნატიული გადახდების გუნდის ლიდერი.
QR კოდით გადახდის ახალი ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: QR გადარიცხვები ბიზნესისთვის | თიბისი ბანკი
სხვა სიახლეები
Petite Ellie - ევროპული პრემიუმ ბრენდები და ხარისხიანი საბავშვო პროდუქცია ერთ სივრცეში
28.07.2026.12:00
Petite Ellie საქართველოში ბუნებრივი და ეკომეგობრული საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს აერთიანებს. კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს Petite Ellie-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კერესელიძე ესაუბრა.
თქვენი კომპანია მომხმარებელს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბუნებრივი და ეკომეგობრული საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორ შეარჩიეთ სწორედ ეს მიმართულება და რა გამოარჩევს თქვენს ასორტიმენტს?
Petite Ellie 2022 წელს დავაფუძნე ერთი მიზნის გამო - საქართველოში მშობლებისთვის შემეთავაზებინა პრემიუმ ხარისხის, დახვეწილი დიზაინისა და უსაფრთხო მასალების მქონე საბავშვო პროდუქცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ვიზუალი, არამედ თითოეული ნივთის ხარისხი, კომფორტი და გამძლეობა. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ევროპულ ბრენდებთან, რომლებიც ამ ღირებულებებს იზიარებენ. ჩვენი ასორტიმენტი გამოირჩევა კლასიკური სტილით, ხარისხიანი ქსოვილებითა და იმ ბრენდებით, რომლებიც საქართველოში ექსკლუზიურად ან ძალიან შეზღუდულად არის წარმოდგენილი.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ბრენდებს, რომლებთანაც თანამშრომლობთ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პროდუქციის ეკოლოგიურობა და ბუნებრივი მასალები?
ბრენდის შერჩევისას პირველ რიგში ვაფასებთ ხარისხს, მასალებს, დიზაინს და ბრენდის რეპუტაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს უსაფრთხო ბავშვის კანისთვის, კომფორტული ყოველდღიური გამოყენებისთვის და შექმნილი მაღალი სტანდარტებით. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ ბრენდებს, რომლებიც პასუხისმგებლიან წარმოებასა და ბუნებრივი მასალების გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას.
რამდენად იზრდება საქართველოში მოთხოვნა ბუნებრივი და ეკომეგობრული საბავშვო პროდუქციის მიმართ? როგორ შეიცვალა მომხმარებლის არჩევანი ბოლო წლებში?
ბოლო წლებში მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებული გახდა. თუ ადრე არჩევანი ხშირად მხოლოდ დიზაინზე კეთდებოდა, დღეს მშობლები ინტერესდებიან ქსოვილის შემადგენლობით, წარმოების ხარისხითა და ბრენდის ისტორიით. იზრდება მოთხოვნა ხარისხიან, გამძლე და უსაფრთხო პროდუქციაზე, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ პრემიუმ საბავშვო სეგმენტი საქართველოში სტაბილურად ვითარდება.
რომელი კატეგორიის პროდუქციაა დღეს ყველაზე მოთხოვნადი და რა ტენდენციებს აკვირდებით საბავშვო ტანსაცმლის ბაზარზე?
ყველაზე დიდი მოთხოვნა კლასიკურ სამოსს, ახალშობილთა კოლექციებსა და ხარისხიან აქსესუარებზეა. ასევე ვხედავთ, რომ მშობლები სულ უფრო მეტად აფასებენ უნივერსალურ ფერებს, ბუნებრივ მასალებსა და ისეთ ნივთებს, რომლებიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხსა და იერს.
რა გეგმები გაქვთ კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის – აპირებთ თუ არა ახალი ბრენდების დამატებას, ასორტიმენტის გაფართოებას ან ახალი სერვისების დანერგვას?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი Petite Ellie-ს განვითარებაში ჩვენი ონლაინ მაღაზიის ამოქმედება იყო. ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლებს შოპინგი ბევრად უფრო მარტივად და კომფორტულად შეუძლიათ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი პრემიუმ ევროპული ბრენდების მოძიებასა და საქართველოში წარმოდგენაზე. ჩვენი მიზანია Petite Ellie გახდეს ადგილი, სადაც მშობლები ერთ სივრცეში იპოვიან ხარისხიან, დახვეწილ და სანდო საბავშვო პროდუქციას. პარალელურად, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის განახლებაზე, ევროპიდან ახალი პრემიუმ ბრენდებისა და უნიკალური პროდუქციის შერჩევასა და დამატებაზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის საუკეთესო არჩევანი შევთავაზოთ.

ინფორმაციისთვის, Petite Ellie-ის შოურუმი თბილისში, ირაკლი აბაშიძის N24-ში მდებარეობს.