თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტისმაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის, მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, უკვე მეხუთედ მიიღო.
Global Finance-ის დაჯილდოება მეათედ ჩატარდა. გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
"მოხარული ვარ, რომ თიბისის პერსონალური საბანკო მოსმახურება კიდევ ერთხელ აღიარეს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი მაღალშემოსავლიანი მომხარებლებისთვის, სანდო პარტნიორები ვართ და მათ შეუფერხებელ მომსახურებას, ციფრულ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ. საერთაშორისო ტენდენციების თანახმად, მომხმარებლები მათი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან ერთიან მიდგომას ელიან, რაც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ გრძელვადიან სტრატეგიას, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და მათი კაპიტალის გონივრულ მართვას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, სრულ თანხვედრაში ვიყოთ აღნიშნულ ტენდენციებთან და ამ ტენდენციების შესაბამისი მომსახურება და პროდუქტები შევქმანთ თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მიმართულებებით", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"სრულყოფილი პერსონალური ბანკინგი დღევანდელ დღეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის აერთიანებს როგორც სტრატეგიულ ხედვას, ასევე მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ინდივიდუალური მიზნების სწორად გააზრებას. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებით ართმევენ თავს მომხმარებლების ფინანსურ გამოწვევებს, არამედ მუდმივად ცვალებად გარემოში, ინოვაციური შესაძლებლობებით პასუხობენ მათ საჭიროებებს", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, გამარჯვებულები მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი აპლიკაციების, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებული ინფორმაციისა და დამოუკიდებელი კვლევების შედეგად გამოავლინა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.