თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მეექვსედ დააჯილდოვა. ჯილდო თიბისი კონცეპტისა და თიბისიWealth Management-ის მიმართულებებს გადაეცათ, რომლებიც მომხმარებლებს მათს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ, მუდმივად განვითარებად, თანამედროვე სერვისსა და პროდუქტებს სთავაზობენ.
გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. საბჭომ გადაწყვეტილება მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ აპლიკაციებზე, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებულ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით მიიღო.
“პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო თიბისისა და მისი გუნდის ძალისხმევის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ მომსახურებას - ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებს, შეუფერხებელ სერვისს და მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს. შედეგად, თიბისი მომხმარებლებთან პარტნიორულ ურთიერთობებს აყალიბებს და მთავარი მხარდამჭერია მათი ფინანსური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„დღეს კერძო საბანკო საქმიანობაში წარმატებისთვის საჭიროა, არამხოლოდ კარგი საინვესტიციო შედეგები, არამედ სიღრმისეული გააზრება, თუ რა მიზნები და სურვილები აქვთ მომხმარებლებს. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც ახერხებენ მათი გუნდის პროფესიონალური ჩართულობითა და ციფული სერვისების მეშვეობით, დაეხმარონ მომხმარებლებს, სწორად მართონ კაპიტალი სწრაფად ცვალებად გარემოში“,- ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.