მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

news image
mbc image

თიბისი The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ის გამარჯვებულია. ბანკმა საერთაშორისო აღიარება ექვს ნომინაციაში მოიპოვა; მათ შორის, გლობალურ ნომინაციაში - საუკეთესო ციფრული გამოცდილება ვადიანი ანაბრებისთვის.

გლობალური ჯილდო თიბისიმ ვადიანი ანაბრების სრულად ციფრული გამოცდილებისთვის მიიღო. მობაილბანკში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვადიანი ანაბრების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ საჭიროებასა და მიზანს პასუხობს - პირადი მიზნისთვის თანხის ეტაპობრივად დაგროვებას, სხვებთან ერთად საერთო მიზნისთვის დაზოგვასა თუ უკვე არსებული დანაზოგის სარგებლის მისაღებად განთავსებას.

მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარ გეგმებსა და სურვილებს მოარგონ ანაბრის ტიპი, ვადა და ვალუტა, გახსნან სასურველი პროდუქტი და მართონ დანაზოგი სრულად ციფრულად, ფილიალში ვიზიტის გარეშე. ეს გამოცდილება დაზოგვასა და ფინანსური მიზნების დაგეგმვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დანაზოგი საკუთარი საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესაბამისად მართონ.

The Digital Banker-მა აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით, თიბისის კიდევ ხუთი ჯილდო მიანიჭა:

• საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში;

• მომხმარებლის ონბორდინგისა და ფინანსური საჭიროებების გამოვლენის საუკეთესო გამოცდილება საქართველოში;

• დამოუკიდებელი ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში;

• ETF-ებისა და პასიური ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში;

• საუკეთესო საკრედიტო ბარათი ფინანსურად მზარდი სეგმენტის მომხმარებლებისთვის საქართველოში.

თიბისისთვის ეს ჯილდოები მხოლოდ მიღწეული შედეგის აღიარება არ არის - ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნილი მარტივი და ინოვაციური გამოცდილება, ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო და უფრო ამარტივებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალიანს ჯგუფი საბა ლაზიშვილს მშობლიურ ქალაქ ქობულეთში საჩუქრად ბინას გადასცემს

15.11.2026.16:25

არსებობენ ადამიანები, რომელთა ერთგულება და ღირსება სხვებსაც შთააგონებს.

ალიანს ჯგუფი საბა ლაზიშვილს მშობლიურ ქალაქ ქობულეთში, რეგიონის პირველ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მულტიფუნქციურ კომპლექს ალიანს რენესანსში ბინას გადასცემს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სიმტკიცესა და ღირსებას, რომელიც საბა ლაზიშვილმა გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა. 

ალიანს ჯგუფისთვის პრიორიტეტულია იმ ადამიანების მხარდაჭერა და დაფასება, რომლებიც საკუთარი ქმედებით იცავენ მეგობრობას, ღირსებასა და ქვეყნის სახელს.

პროექტი, რომლის მთავარი ღერძიც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესია, გახდება სახლი სპორტსმენისთვის, რომლის გამბედაობა და შემართება მომავალი დიდი გამარჯვებების საწინდარია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა