მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა

news image

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წელსაც დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

აღნიშნული ჯილდო თიბისის მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია თიბისი ბანკის და EBRD-ის ერთობლივი ტრანზაქცია, რომლის ფარგლებშიც, თიბისიმ ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსი მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. 

„მოქნილი პროდუქტებით, თანამედროვე პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას ვაძლევთ შესაძლებლობას იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთონ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წლებია მსხვილი საერთაშორისო გამოცემები და ორგანიზაციები გვაჯილდოებენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებზე  მორგებული ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები და მომსახურება, ის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომლის დამსახურებითაც, Euromoney-იმ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაგვასახელა", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი - 46%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

2023 წელს თიბისი, აღნიშნული მიმართულებით, EBRD-ის, ADB-ის, Global Finance-ისა და Euromoney-ის ჯილდოების მფლობელი გახდა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო

22.05.2026.16:57

18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.

სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.

სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა