თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
თიბისის მობაილბანკი The Digital Banker-ის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია. Digital CX Awards 2026-ის დაჯილდოების ცერემონიიდან თიბისი 5 მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაბრუნდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს, აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:
მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თიბისი საკუთარი მომხმარებლებისთვის მუდმივად აუმჯობესებს ციფრულ გამოცდილებას და ამითადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.
ეს ჯილდოები იმის დასტურია, რომ თიბისიში ციფრული პროცესებზე წვდომა და სანდოობა საგრძნობლად გაიზარდა; ციფრული ბანკინგი გახდა ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი - გადახდები ხელმისაწვდომია 24/7-ზე და მომხმარებელს 500-მდე სერვისს სთავაზობს. გადახდების შესრულება შესაძლებელი გახდა ნებისმიერ დროს, წამებში, ხარვეზების გარეშე და ეს პროცესი ყოველდღიურად იხვეწება და მომხმარებელზე მორგებული ხდება.
მნიშვნელოვნად გამარტივდა და უფრო სწრაფი გახდა მობაილბანკში რეგისტრაციის და ბარათების გაცემის პროცესი.
სამუშაო პროცესებში მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით, მოსმენით, მათი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება ციფრული გამოცდილების ახალი სტანდარტები, რამაც თიბისის არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
The Digital Banker საერთაშორისო მედია და კვლევითი პლატფორმაა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება გლობალური ბანკინგ ჯილდოებია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. Digital CX Awards 2026-ის ოფიციალური გალა-დაჯილდოება სინგაპურში გაიმართა, სადაც თიბისის წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცათ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.