თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
წინასასკოლო პერიოდში თიბისიმ მომხმარებლებზე ტრადიციულად განსაკუთრებით იზრუნა და მათ მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა.
12-13 სექტემბერს ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებს 40%-იანი ქეშბექის შეთავაზება დაგხვდებათ შემდეგ ობიექტებში:
OVS, Matalan, Penti, Salamander, Wortmann, MANGO, MARK & SPENCER, ALDO, US POLO, ZIPPY, CHARLES & KEITH, LA VIE EN ROSE, FLORMAR, KIKO MILANO, IPEKYOL, PARFOIS, SUNGLASS HUT, SUPERDRY, COOL CLUB, IZIPIZI, სათვალის გალერეა.
აღნიშნულ ობიექტებში გადახდილი თანხის 40% ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას მაქსიმუმ 150 ლარი, ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას - 300 ლარი.
ასევე, 11-13 სექტემბერს ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული ბარათებით Glovo-ზე, Back to School კატეგორიაში, მინიმუმ 60 ლარის გადახდისას, შესაძლებლობა გექნებათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 50 ლარი (ყველა აღნიშნულ ბარათზე).
12-13 სექტემბერს თიბისიმ ქეშბექის შეთავაზებები მოსწავლის ბარათის მფლობელებსაც და სტუდენტებსაც (ახალი თიბისი ბარათის 18-23 წლის მფლობელებს) მოგიმზადათ. აღნიშნულ თარიღებში 40%-იანი მომენტალური ქეშბექით ისარგებლებთ და ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებთ მინისოსა და არჩევანში, ზუმერში კი - გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 150 ლარს.
ყველა შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
აიღეთ თიბისი ბარათები მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან და ისარგებლეთ მრავალფეროვანი შეთავაზებებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.