თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 600 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია, მიღებული ცოდნა კი - საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ.
ივნისის ტრენინგები შემდეგ თემებსა და საკითხებს დაეთმო:
• საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები - ტრენინგზე განხილული იყო, თუ რა შეღავათიანი საგადასახადო სტატუსი შეიძლება მიიღოს მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და რა სახის შეღავათები არსებობს დღეს საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
• აგრორისკები ფინანსებში - შეხვედრა იმ ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებისთვისაც აგრორისკის ფინანსური შეფასება მნიშვნელოვანია. სესიის ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ სხვადასხვა ტექნიკას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები რისკის დაზღვევის სისტემების დანერგვისას.
• საგადასახადო სიახლეები - ტრენერმა, დავით პაპიაშვილმა განიხილა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები.
• სასტუმროს სტრატეგიული მართვის პრინციპები მფლობელებისთვის -
სესია განკუთვნილი იყო სასტუმროების მფლობელებისთვის, რომ უკეთესად გაანალიზონ საკუთარი სასტუმროს შედეგები, უხილავი დანაკარგები, რისკები და დასვან სწორი სტრატეგიული კითხვები.
• ფინანსების მართვის ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები CEO-ებისთვის - ტრენინგი განკუთვნილი იყო დირექტორების, დამფუძნებლებისა და ბიზნესის ხელმძღვანელი პირებისთვის. სესიაზე, ტრენერმა, გიორგი ჩუგოშვილმა აუდიტორიას სასარგებლო რჩევები გაუზიარა ბიზნესის ეფექტურად მართვისთვის.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივლისის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე:https://tbcbank.ge/ka/business/education, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.