მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

news image
mbc image

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისში, შვიდი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.   

პირველი ტრენინგი პრობლემების სისტემური გადაჭრის თემატიკას დაეთმო. ინტერაქციულ  ვორქშოფზე, მონაწილეებმა რეალურ პრობლემებზე იმუშავეს და  ისწავლეს, როგორ უნდა იპოვონ ძირეული მიზეზები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.   

მეორე შეხვედრის თემას  ფინანსების მართვის 10 ოქროს წესი წარმოადგენდა და მას Amadeo-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი უძღვებოდა.  

მესამე შეხვედრა ციფრული მარკეტინგის თემატიკაზე ჩატარდა. ალექსანდრე ჩომახიძემ აუდიტორიას მეტას განახლებების და ალგორითმის ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო რჩევები გაუზიარა. 

მაისის თვის ტრენინგები  ასევე შეეხო საცალო ქსელებში შესვლის სტრატეგიას, საგადასახადო სიახლეებს და ხარჯების მართვის თემებსაც. მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხარჯების ეფექტურად მართვისა  და  სწორი ფინანსური სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ.  

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება. ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია და მასში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს  წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე:https://tbcbank.ge/ka/business/education, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.  

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

12.06.2026.15:32

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.   

აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებიყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას,  Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.  

თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე.  ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა