მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

news image
mbc image

თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.

ამასთან, ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.

სიახლე ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე ანგარიშზე არსებული უმოქმედო თანხა შემნახველ ანაბარზე განათავსონ და მიიღონ მეტი სარგებელი.

შემნახველი ანაბარი უვადოა და მასზე სასურველი რაოდენობის თანხის განთავსება ან გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დარიცხული სარგებელი ყოველ დღეზე იანგარიშება და თვის ბოლოს ერიცხება - შესაბამისად, ბიზნესი სარგებელს იმ დღეებისთვის მიიღებს, რამდენი დღეც თანხა ანაბარზე იქნება განთავსებული.

ინიციატივის მიზანს ბიზნესების წარმომადგენლებში ციფრულ არხებზე გადასვლის წახალისება და მათთვის, თავისუფალი სახსრების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:

https://tbcbank.ge/ka/business/deposits/savings-deposit

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

06.11.2026.15:12

ტემპერატურის კლებასთან ერთად, ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ცივი სეზონი მანქანის ტექნიკური გამართულობის მიმართ დამატებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან დაბალ ტემპერატურაზე წარმოქმნილმა პრობლემებმა შესაძლოა, როგორც გადაადგილებისას შეგვიქმნას დისკომფორტი, ისე უსაფრთხოების რისკები გაზარდოს.

მომხმარებლებზე ზრუნვისა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა“ ნოემბერში მძღოლებს სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე სპეციალური ფასები და აქციები მოუმზადა. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს კომპანიის პარტნიორი წამყვანი ბრენდების აკუმულატორებზე, ზამთრის საბურავებსა და ანტიფრიზებზე, ასევე ჰაერისა და სალონის ფილტრების სრულიად უფასოდ შეცვლის მომსახურებას. დამატებით, სპეციალური პირობებით სარგებლობა ბათუმში ავტონაწილების შეძენისასაც არის შესაძლებელი. 

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „ნოემბერი ავტომობილის ცივი სეზონისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რადგან ამ დროს ტემპერატურის კლება უკვე შესამჩნევი ხდება. მნიშვნელოვანია, მძღოლებმა დროულად შეამოწმონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ავტომობილის კომპონენტები, რომლებიც არა მხოლოდ მის გამართულ მუშაობას, არამედ საკუთარი, მგზავრებისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას უკავშირდება.

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. ყოველი მეორე მძღოლი ავტოსერვისთან პირველ ასოციაციად სწორედ მას ასახელებს. ეს ნდობა კი კომპანიისთვის, სიამაყის საფუძველთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ხარისხის საიმედო სტანდარტი მუდმივად შევთავაზოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს, რომ სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტის, მათ შორის, აკუმულატორებისა და ზეთების შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ მძღოლების პირველი არჩევანია. კომპანია მომხმარებლებს უსმენს და ამჯერადაც გადავწყვიტეთ, ზამთრის სეზონზე მათთვის ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა“.

ნოემბერში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მძღოლებს აკუმულატორების წამყვანი ბრენდების პროდუქციაზე სპეციალური პირობებით სარგებლობა შეუძლიათ. ENERGIZER-ის ახალი აკუმულატორის შეძენისა და ძველის ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი თითოეულ ჩაბარებულ 1 ამპერზე 2-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს. ნოემბერში აკუმულატორის შეძენა 129 ლარიდან იქნება შესაძლებელი.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდებზე 3-წლიან გარანტიას, ავტომობილის ტექნიკური პასპორტის მიხედვით აკუმულატორის სწორად შერჩევასა და ელექტრონიკის დაცვით მონტაჟსაც სთავაზობს.

განსაკუთრებული შეთავაზებებია ზამთრის საბურავებზე. ავტომობილის ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც გზასთან უშუალო შეხება აქვს, სწორედ საბურავია, ამიტომ მისი სეზონთან შესაბამისობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტია. დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი სათანადო მოჭიდებას ვეღარ უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც გზაზე თოვლი არ არის. ცივ პირობებში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის „თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს Petlas-ის ზამთრის საბურავების შერჩეულ მოდელებზე სპეციალურ ფასებს სთავაზობს: 225/50 R17 ზომის Snowmaster 2 Sport – 189 ლარად, 215/55 R17 – 179 ლარად, 205/55 R16 – 139 ლარად, 195/65 R15 ზომის Snowmaster 2 – 129 ლარად, ხოლო 175/65 R15 – 119 ლარად. აღსანიშნავია, რომ Petlas გამოირჩევა 50-წლიანი გამოცდილებითა და საინტერესო ისტორიით. კომპანიამ საბურავების წარმოება 1976 წელს თურქეთის საჰაერო ძალებისთვის დაიწყო.

ზამთარში ავტომობილის გამართული მუშაობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის მდგომარეობა. ხარისხიანი ანტიფრიზი ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის გაყინვისგან დაცვას უზრუნველყოფს და ცივ ამინდში მის ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს. „თეგეტა მოტორსმა“ კი მძღოლების ხელშეწყობისთვის, ნოემბერში ანტიფრიზებზე 20%-იანი ფასდაკლება მოამზადა.

კომპანიის კიდევ ერთი შეთავაზება ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლას ეხება – ნოემბერში ორივე მომსახურება უფასოა. ჰაერის ფილტრი ძრავისთვის მიწოდებული ჰაერის გაწმენდას უზრუნველყოფს, ხოლო სალონის ფილტრი ავტომობილში შემომავალი ჰაერის ხარისხზე ზრუნავს. მათი დროული შეცვლა მნიშვნელოვანია როგორც ძრავის გამართული მუშაობისთვის, ისე მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

ნოემბერში სპეციალური შეთავაზება მოქმედებს ბათუმშიც – ქალაქში ავტონაწილების შეძენისას მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ნოემბრის შეთავაზებები მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ზამთრისთვის დროულად მოამზადონ, სეზონისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის პროდუქტები თუ მომსახურება სპეციალური, შეღავათიანი პირობებით მიიღონ და, „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, უსაფრთხოდ მეტი გაიარონ.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა