მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.8
-0.0052
flag
AZN 1.5614
-0.0009
flag
CNY 39.274
-0.0027
flag
EUR 3.0787
-0.0048
flag
GBP 3.5605
-0.0041
flag
KZT 54.25
-0.0026
flag
TRY 0.0573
-0.0001
flag
USD 2.6543
-0.0011
news banner

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

news image
mbc image

თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო და საქართველოს ბაზრებზე შემდგომი განვითარება და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. ამ მიზნით თიბისი ჯგუფის მენეჯმენტში  შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

ვახტანგ ბუცხრიკიძე: 

თიბისი ჯგუფის და თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აგრძელებს საქმიანობას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  და  ფოკუსირდება ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე: საქართველოში, უზბეკეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. 

გიორგი თხელიძე: 

თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს გიორგი თხელიძე (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას), რომელიც თიბისი ბანკს 2014 წელს შემოუერთდა რისკების დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე თიბისი ბანკში იკავებს კორპორაციული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორის  პოზიციას. 

გიორგის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. თიბისიში მოსვლამდე ის მუშაობდა დიდ ბრიტანეთში Barclays Investment Bank-ში, სადაც ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG). კარიერის ადრეულ ეტაპზე, საქართველოში, გიორგი იკავებდა წამყვანი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის პოზიციას.

გიორგი არის სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებული, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის (LBS) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ნოტინგემის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კომერციულ სამართალში (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში. 

თორნიკე გოგიჩაიშვილი: 

თიბისი ბანკის დირექტორმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) და მაღალშემოსავლიანი მომსახურების მიმართულებით, თორნიკე გოგიჩაიშვილმა, 8 წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ თანამდებობა დატოვა და პროფესიულ საქმიანობას თიბისის გარეთ განაგრძობს. 

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შედის.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ პასუხობს Mio Gelato მომხმარებლის მოთხოვნებს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

18.06.2026.12:00

Mio Gelato იტალიური ჯელატოსა და დესერტების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან გემოებსა და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქტებს სთავაზობს. ბრენდის მიმდინარე სიახლეებზე, ასორტიმენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე Business Insider Georgia Mio Gelato-ს დამფუძნებელს, ნათია ფხაკაძეს ესაუბრა.

რა არის Mio Gelato-ს მიმდინარე სიახლეები და რა ცვლილებები შეიტანეთ ბოლო პერიოდში ასორტიმენტში?

Mio Gelato მუდმივად მუშაობს მომხმარებლისთვის ახალი და მრავალფეროვანი გემოების შეთავაზებაზე. ბოლო პერიოდში, გავაფართოვეთ როგორც ჯელატოს, ისე დესერტებისა და სასმელების ასორტიმენტი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სეზონურ არომატებს, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებასა და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტებს. ასევე განვაახლეთ ვაფლებისა და ცივი სასმელების ასორტიმენტიც, რათა სტუმრებმა ერთ სივრცეში უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მიიღონ.

როგორია დღეს ნაყინის ბაზრის სეზონურობა საქართველოში და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის ქცევაში?

საქართველოში ნაყინის ბაზარი კვლავ მკვეთრად სეზონურია, თუმცა ბოლო წლებში ხარისხიანი ჯელატოს მიმართ ინტერესი მთელი წლის განმავლობაში იზრდება. მომხმარებელი უფრო მეტად ეძებს ნატურალურ, პრემიუმ ხარისხის პროდუქტს, ინტერესდება ახალი და განსხვავებული გემოებით და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქტის შემადგენლობას. ასევე გაიზარდა მოთხოვნა ვიზუალურად საინტერესო დესერტებზე.

⁠როგორ მუშაობს Mio Gelato ახალი არომატების შექმნისა და ასორტიმენტის განახლების პროცესზე?

ახალი არომატების შექმნა იწყება მსოფლიო ტენდენციების, მომხმარებელთა უკუკავშირისა და სეზონური პროდუქტების ანალიზით. იდეების შერჩევის შემდეგ ვამზადებთ საცდელ ვერსიებს, ვატარებთ დეგუსტაციებს და ვაფასებთ მომხმარებლის რეაქციას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ახალი პროდუქტის სრულფასოვნად დამატება ასორტიმენტში. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ კლასიკური იტალიური ჯელატოს ტრადიცია და მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები.

⁠რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - გაფართოების, ახალი პროდუქტების ან კონცეფციის განვითარების მიმართულებით?

Mio Gelato-ს განვითარების სტრატეგია მოიცავს როგორც ახალი ლოკაციების ათვისებას, ისე პროდუქციის ხაზის გაფართოებას. ვმუშაობთ ახალი დესერტების, სასმელებისა და სპეციალური სეზონური შეთავაზებების შექმნაზე.

ასევე ვგეგმავთ ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერებას, თანამედროვე დიზაინისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, რათა Mio Gelato ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ნაყინთან, არამედ სასიამოვნო ემოციებთან და ხარისხიან იტალიურ ჯელატოს კულტურასთან.

ინფორმაციისთვის, Mio Gelato ქალაქ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე #7 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა