მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის

news image
mbc image

თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, თიბისის სამუშაო პროცესების გამარტივებასთან ერთად, რეგიონში წამყვანი პოზიციის გამყარებაში უწყობს ხელს.

Atlassian Intelligence-ის ინოვაციური ხელსაწყოების დანერგვა, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, თიბისის გუნდის წევრებს დროის დაზოგვაში ეხმარება ისეთ რუტინულ საქმიანობაზე, როგორიცაა: ავტომატიზაციის წესების გაწერა, დავალებების გენერირება და კონტენტის შეჯამება. როგორც თიბისის IT მმართველობის ლიდერი, გიორგი ციცქიშვილი ამბობს, ინტეგრაციამ გუნდების პროდუქტიულობა გაზარდა და მათ სტრატეგიულ პროექტებზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა.

სწორედ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, Atlassian-ის მიწვევით, თიბისიმ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაში - Team '24 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბარსელონაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თიბისის გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი მხრივ, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, Cloud-ზე მიგრაციის შესახებ საკუთარი გამოცდილება მონაწილე კომპანიებისთვის გაეზიარებინათ.

როგორც თიბისის ტექ გუნდი გვიყვება, კონფერენციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი - Rovo ხელსაწყოს წარდგენა იყო. AI-ზე დაფუძნებული პროდუქტი, გუნდებს მონაცემების ანალიზში მნიშვნელოვნად დაეხმარება და ის გადამწყვეტი ინსტრუმენტი იქნება იმისთვის, რომ მათ სწრაფად და მარტივად მართონ მონაცემები სხვადასხვა პლატფორმაზე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა