თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით მარიამ სტურუა
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორისაა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სტურუა.
ახალი თაობა ქვეყნის განვითარების ძირითადი, შეუქცევადი ძალაა. ხარისხიანი განათლება კი როგორც ხშირად გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობა, მარიამის ამბავშიც შეუცვლელ როლს ასრულებს. მისთვის განათლება არა მხოლოდ კარიერული წარმატების მიღწევის გარანტია, არამედ საკუთარი თავის ახლებურად, განსხვავებულ სიტუაციებში აღმოჩენის საშუალება. განათლებით იპოვა ისეთი შესაძლებლობები, რომლებმაც ცხოვრებაში წარმატების სხვადასხვა კარი გაუღო.
„ბავშვობიდანვე ვცდილობ, რომ ჩავერთო ბევრ საგანმანათლებლო აქტივობაში. შეიძლება უნივერსიტეტში ერთ მიმართულებას სწავლობდე, მაგრამ არაფორმალური განათლების სივრცეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. განსაკუთრებით, თუ უცხოეთში გინდა სწავლა ან გაცვლითი პროგრამებით წასვლა, იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, უნივერსიტეტის გარეთ რა გიკეთებია, რა პროგრამებში ჩართულხარ და ა.შ”
სწორედ ამ მიზნით - თავისი უნარების აღმოსაჩენად და შემდეგ რეალურ კონკურენტულ გარემოში მათი სწორი რეალიზებისთვის, ჩაერთო ვიზიონერის HR მენტორინგის პროგრამაში, რომელშიც, როგორც მან აღნიშნა, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.
„საკუთარი თავის რწმენა არის გადამწყვეტი ფაქტორი ნებისმიერი ოცნების მიღწევისთვის. როცა რაღაც ძალიან დიდი მიზანი გაქვს, წარმატებას ზოგჯერ მარცხიც მოჰყვება ხოლმე, რამაც არ უნდა ჩაგიკლას მოტივაცია, არ უნდა შეიტანო საკუთარ თავში ეჭვი. ამ დროს გეხმარება საკუთარი თავის რწმენა, რომ გააგრძელო შენი ამბის შექმნა.”
როდესაც განათლებით შენს ამბავს ქმნი, შეიძლება ზუსტად იმ დროს შენი დიდი მიზნისთვის საჭირო სათანადო გამოცდილება, მოტივაცია, მზაობა არ გქონდეს, მაგრამ სწორედ ამ ბუნდოვანებაში, მაშინ, როცა არაფერია, რაც ზუსტად იცი, უნდა დაიჯერო, რომ ახლა შეუძლებლად წარმოდგენილიც, შეგიძლია.
ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.