თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას.
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ საჯარო სკოლის პირველკლასელებს შეთავაზება მათთვის განკუთვნილ სასკოლო ფორმებზეც მოუმზადა. 1 სექტემბრიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით მშობლები ფორმების შეძენისას მომენტალური ქეშბექის, სრული დაფინანსებისა და განაწილების სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ.
30%-მდე ქეშბექი
5-დან 8 წლის ჩათვლით მოსწავლეები, რომლებიც 14 აგვისტოდან- 30 სექტემბრის პერიოდში, პირველად გახსნიან თიბისის მოსწავლის ბარათს და მოხვდებიან პირველ 10,000 პირველკლასელს შორის, რომელმაც სასკოლო ფორმა თიბისის მოსწავლის ბარათით შეიძინა, გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 60 ლარს).
ისინი კი, ვინც პირველ 10,000 მომხმარებელს შორის ვერ მოხვდებიან, 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე, ონლაინ შეძენისას კი, თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.
100%-იანი ქეშბექი
პირველკლასელი შვილების მშობლები, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან სასკოლო ფორმების მოსწავლის ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს დაიბრუნებენ, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს.
ახალ მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ამ კამპანიის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში არ იღებდა ხელფასს თიბისიში და კამპანიის დაწყებიდან 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე ხელფასის ჩარიცხვას თიბისის ანგარიშზე დაიწყებს.
4 თვეზე განაწილება (ეფექტური 0 %-ით)
პირველკლასელების მშობლებს, რომლებსაც თიბისიში აქვთ წინასწარ დამტკიცებული განაწილების (BNPL) ლიმიტი, სასკოლო ფორმის სრული 95 ლარიანი სეტის ღირებულების განაწილება 4 თვეზე, ეფექტური 0%-ით შეუძლიათ. რაც ნიშნავს, იმას, რომ საბოლოოდ გადაიხდიან ზუსტად 95 ლარს, გაძვირების გარეშე.
ყველა შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კახეთში დაგეგმილი მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კურორტის გენერალურ გეგმაზე - „იელთი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი
25.08.2026.13:00
„იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი ახალი პროექტების, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისა და განვითარების პერიოდად იქცა. „იელთი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის შედეგებზე, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებებსა და მიმდინარე პროექტებზე საუბრობს და 2026 წლის მეორე ნახევრის მთავარ გეგმებსაც მიმოიხილავს.
როგორი იყო „იელთი ჯგუფისთვის“ 2026 წლის პირველი ნახევარი?
2026 წლის პირველი ნახევარი „იელთი ჯგუფისთვის“ აქტიური განვითარების და ახალი ბიზნესმიმართულებების მომზადების პერიოდი იყო. ჩვენი მთავარი ყურადღება არსებული პროექტების ეფექტიან განვითარებასთან ერთად ახალი საინვესტიციო პროდუქტების შექმნასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე იყო მიმართული.
ამ პერიოდში მომზადდა ახალი პროექტები თბილისსა და ბათუმში, რომელთა წინასწარი გაყიდვების დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კახეთში დაგეგმილი მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კურორტის გენერალურ გეგმაზე. აღნიშნული პროექტი „იელთი ჯგუფის“ პორტფელის დივერსიფიკაციისა და ახალი მიმართულებების განვითარების სტრატეგიის ნაწილია.
წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი რესურსი დაეთმო საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებასაც. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Barceló Hotel Group-თან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებშიც „იელთი ჯგუფს“ საქართველოში მისი წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ განთავსდება.
ამასთანავე, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად გავასაჯაროებთ.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და რომელი ბაზრებიდან იყო დაინტერესება?
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უძრავი ქონების მყიდველის გადაწყვეტილება უფრო გააზრებული და ინვესტიციაზე ორიენტირებული გახდა. ფასი კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ის აღარ არის ერთადერთი განმსაზღვრელი. მომხმარებელი უფრო დეტალურად აფასებს დეველოპერის გამოცდილებასა და რეპუტაციას, პროექტის კონცეფციას, მართვის ხარისხს, ლიკვიდურობასა და შემოსავლიანობის პოტენციალს.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საერთაშორისო ინვესტორების შემთხვევაში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა, არამედ ის, თუ რამდენად გამართული და პროგნოზირებადია საინვესტიციო მოდელი გრძელვადიან პერიოდში.
„იელთი ჯგუფის“ ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი გაყიდვების გეოგრაფიული დივერსიფიკაციაა. დღეისათვის ჩვენი მფლობელების ბაზა უკვე 67 ქვეყნის მოქალაქეს აერთიანებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე და გაყიდვების სტრუქტურა უფრო დაბალანსებული იყოს.
2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ცალკეული ბაზრების წილი. წლის მეორე ნახევარშიც ჩვენი მიზანია ამ გეოგრაფიის შემდგომი გაფართოება და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე სისტემური პოზიციონირება.
რა პროგრესია მიმდინარე პროექტებში „ესპანური კვარტალი“, Status House და Oxy Residence?
„ესპანური კვარტალის“ საცხოვრებელი ნაწილი სრულად რეალიზებულია. ამ ეტაპზე გაყიდვების ძირითადი მიმართულება Barceló-ს სასტუმრო ნომრების რეალიზაციაა. რაც შეეხება Status House-სა და Oxy Residence-ს, ორივე პროექტში აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ მშენებლობის საწყის ეტაპზეა, ობიექტების 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ბიზნესინდიკატორია, რადგან პროექტების განვითარების ადრეულ ეტაპზე გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი ასახავს როგორც ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, ასევე მომხმარებლებისა და ინვესტორების ინტერესს პროექტების კონცეფციისა და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.
რა გეგმები აქვს „იელთი ჯგუფს“ 2026 წლის მეორე ნახევრისთვის?
2026 წლის მეორე ნახევარში „იელთი ჯგუფს“ რამდენიმე ძირითადი ბიზნესპრიორიტეტი აქვს. პირველ რიგში, ეს არის ახალი პროექტების წინასწარი გაყიდვებისთვის მომზადება და მათი ეტაპობრივი წარდგენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო გაყიდვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება. „იელთი ჯგუფის“ პროექტები მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობით ხასიათდება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო მომხმარებლებისა და ინვესტორების ბაზის როგორც რაოდენობრივი, ისე გეოგრაფიული ზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების, გაყიდვების არხებისა და სამიზნე ბაზრების განვითარებაზე.
პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტებზე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. რამდენიმე სამიზნე ლოკაციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ჩვენი მიზანია, „იელთი ჯგუფის“ გამოცდილება ეტაპობრივად საერთაშორისო პროექტებშიც გადავიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით კონკრეტული სიახლეების გაზიარებასაც შევძლებთ.
ცალკე სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარება, რომლის მიზანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირება უფრო მარტივი და სტრუქტურირებული გახდეს - საინვესტიციო პროდუქტის შერჩევიდან მის შემდგომ მართვამდე.

შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაცია „იელთი ჯგუფისთვის“ მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება არ არის. მას განვიხილავთ, როგორც ბიზნესის მასშტაბირების, საერთაშორისო გაყიდვების ზრდისა და ინვესტორებთან ურთიერთობის ეფექტიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.