თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანთან სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს 50-ზე მეტ მონაწილესა და სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ცოცვის განვითარებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.
თიბისისთვის ცვლილება ახალი შესაძლებლობების შექმნიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალ თაობას მივცეთ სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ძალებს გამოცდიან, დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ. ეს გამოცდილება კი მათ განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს, ამავდროულად კი რეგიონებში ახალ ინტერესს, მეტ ჩართულობასა და განვითარების საფუძველს ქმნის.
სპორტული ცოცვის ფესტივალი პირველად 2024 წელს სოფელ ნიქოზში გაიმართა და უკვე ტრადიციად ყალიბდება. ბოლო ორი წელია ფესტივალს ბედიანი მასპინძლობს. ორ დღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ისე ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების წევრები, მოყვარულები და სპორტული ცოცვით დაინტერესებული ადამიანები. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციას, არამედ დაბა ბედიანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავგადასავლო ბანაკის ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, მეტი ახალგაზრდის ჩართულობასა და სპორტული ცოცვის მიმართ ინტერესის გაზრდას. ამასთან, ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ძალების გამოცდას, დამოუკიდებლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობენ. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს მათ შესაძლებლობას, საკუთარი ძალები რეალურ გამოწვევებში გამოსცადონ და წინსვლისთვის ახალი ნაბიჯები გადადგან.
„ბედიანის ცოცვის ფესტივალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. „კიდევ ხომ ჩატარდება?“ - ეს არის ის სიტყვები, რომლებიც ახალ ენერგიას მაძლევს, რომ ეს ფესტივალი მრავალი წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს. ფესტივალი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი მეგობრობების ჩამოყალიბებას. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად თავად რეგიონის გარდაქმნასა და ახალი იდეების გაჩენასაც უწყობს ხელს“ - ლაზარე კომახიძე, მეკლდეური და ბედიანის ცოცვის ფესტივალის დამფუძნებელი.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნა და დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების წახალისება 30 წელზე მეტია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი უნარების გამოვლენაში, ახალი გამოცდილების მიღებასა და წინსვლაში ეხმარება.
სხვა სიახლეები
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
16.09.2026.11:25
პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” კიდევ ერთი კომპანია - თეგეტა შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან დაიწყო თანამშრომლობა.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
„პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია,“ - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტა
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?