მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.1
0.0081
flag
AZN 1.5457
-0.0002
flag
CNY 38.819
0.0025
flag
EUR 2.9916
0.0067
flag
GBP 3.4923
0.0031
flag
KZT 55.09
0.0006
flag
TRY 0.0554
-0.0001
flag
USD 2.6272
-0.0006
news banner

თიბისის მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

news image
mbc image

ახალი სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ლაბორატორიები და გაფართოებული კლინიკური ბაზა - თიბისის მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტმა“ ინფრასტრუქტურა გააფართოვა. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიამ გახსნა ვეტერინარული მედიცინის სასწავლო კორპუსი, ააშენა სტუდენტური კამპუსები, შეიძინა წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აგრძელებს. პროექტების შედეგად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთიანდება. 

“ევროპის უნივერსიტეტი” საერთაშორისო კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტები მსოფლიოს 130-მდე ქვეყნიდან სწავლობენ. უნივერსიტეტი 5 ფაკულტეტს აერთიანებს, სასწავლო პროცესი კი ქართულ და ინგლისურ ენებზე ხორციელდება.

ევროპის უნივერსიტეტი” კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სიმულაციური ცენტრებით გამოირჩევა. სტუდენტებს ხელმისაწვდომობა აქვთ თანამედროვე ლაბორატორიებთან, ინოვაციურ სამედიცინო და სასწავლო ტექნოლოგიებთან, მათ შორის: 3D ანატომიურ მაგიდასთან, ვირტუალური პაციენტების სიმულაციის პლატფორმებთან, VR ლაბორატორიასთან და სხვა მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან.

პრაქტიკული სწავლება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მედიცინის, სტომატოლოგიისა და ვეტერინარული მედიცინის პროგრამების სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას როგორც უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზებზე (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, EU დენტი), ისე პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში გადიან, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

თიბისი უკვე 10 წელზე მეტია “ევროპის უნივერსიტეტთან” პარტნიორობს და საერთო პროექტებს ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებთან ერთადაც ახორციელებს, როგორებიცაა: ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ქუთაისში. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე სასწავლო და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მაღალი სტანდარტების დანერგვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სექტორებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

30.07.2026.12:32

სილქნეტის სპეციალური საზაფხულო აქცია რჩეულ ინტერნეტ და მიქს პაკეტებზე გავრცელდება. მომხმარებლები გაიაქტიურებენ როგორც ცალკეულ ინტერნეტ პაკეტებს, ისე მიქს პაკეტებს, რომლებიც აერთიანებს ინტერნეტ მოცულობას, სასაუბრო წუთებსა და SMS - ებს.

ინტერნეტ პაკეტები:

• 10 000 MB - 15 ₾
• 40 000 MB - 20 ₾
• 80 000 MB - 25 ₾

მიქს პაკეტები:

• 100 წუთი + 1 000 MB + ულიმიტო SMS - 10 ₾
• 200 წუთი + 3 000 MB + ულიმიტო SMS - 15 ₾
• 300 წუთი + 5 000 MB + ულიმიტო SMS - 20 ₾
• 500 წუთი + 7 000 MB + ულიმიტო SMS - 25 ₾
• ულიმიტო წუთები + 10 000 MB + ულიმიტო SMS - 30 ₾
• ულიმიტო წუთები + 20 000 MB + ულიმიტო SMS - 35 ₾

პაკეტების შეძენა შესაძლებელია კოდით *033# ან აპლიკაციაში MySilknet

ჩაერთე სილქნეტის საზაფხულო აქციაში და გაიაქტიურე რჩეული მობილური პაკეტები საუკეთესო პირობით!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა