თიბისის მხარდაჭერით, ისანი-სამგორის რაიონში "ჯი ეს დი სი ჯგუფის" პროექტი - Grand Oasis Towers შენდება
თიბისის მხარდაჭერით, ისანი-სამგორის რაიონში, გიორგი მდივანის N29-ში, ქართულ-ესპანური დეველოპერული კომპანიის "ჯი ეს დი სი ჯგუფის" მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - Grand Oasis Towers შენდება.
Grand Oasis Towers ყველაზე მასშტაბური პროექტია ისანი-სამგორის რაიონში. პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი 15 000 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცესა და 8.000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს გააერთიანებს. კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია კომერციული სივრცეები, ბანკები, საცურაო აუზი და სპა, სავარჯიშო დარბაზი, ბავშვთა გასართობის სივრცე, სილამაზის სალონი, აფთიაქები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები,
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.