მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

news image
mbc image

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის განახლებულ ფორმატს სთავაზობს.

2026-2027 სასწავლო წლიდან კურსი ახალ, ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე - olympiad.aiassociation.ge - იქნება ხელმისაწვდომი. ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს შეეძლება უფასოდ დარეგისტრირდეს და სასწავლო მასალა საკუთარ განრიგზე მორგებით შეისწავლოს.

2026 წელს საქართველომ მეორედ მიიღო მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI). საქართველოს რვაწევრიანმა ნაკრებმა შეჯიბრებაზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.

მოსწავლეების საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ, თიბისის მხარდაჭერითა და წამყვანი ქართველი AI პროფესიონალების ჩართულობით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი შექმნა. ინიციატივის მიზანი მხოლოდ ეროვნული ნაკრების მომზადება არ ყოფილა - პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლისა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობების შექმნასაც ისახავს მიზნად.

მოსწავლეების მომზადების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო GAIA-ს AI ლიგა - შეჯიბრებების სერია, რომელიც მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალებას აძლევდა.

2026-2027 სასწავლო წელს კურსი ახალი ფორმატით გაგრძელდება. ლაივ ლექციების ნაცვლად, GAIA-მ შექმნა ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუმარტივებს.

პლატფორმაზე განთავსდება ლექციების ჩანაწერები, თითოეული ლექციის შესაბამისი კითხვები და პრაქტიკული დავალებები, რომლებსაც სისტემა ავტომატურად შეამოწმებს. მონაწილეები მასალის დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპით შესწავლას შეძლებენ. სასწავლო პროცესი კი კვირაში საშუალოდ ორი ლექციის გავლაზე იქნება გათვლილი.

განახლებულ საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია და შესაძლებელია ბმულზე: https://olympiad.aiassociation.ge/

თიბისისთვის განათლება ადამიანების განვითარებასა, ცხოვრების გამარტივებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალზე ზრუნვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ბრენდმა შექმნა საგანმანათლებლო ეკოსისტემა – თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია, პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ახალ მიმართულებებს და ამ გზით ხარისხიან განათლებას და თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნას ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა