თიბისის მხარდაჭერით მშენებარე ბიზნესცენტრში - „ახალი ატრიუმი“ - გაყიდვები განახლდა
პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრი „ახალი ატრიუმი“, თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შენდება. სივრცე შვიდ სართულზე განთავსებულ 12,400 კვ.მ. ფართს აერთიანებს. ბიზნესცენტრმა გაყიდვები უკვე განაახლა, დაინტერესებული პირები საოფისე და კომერციული ფართების შეძენას 36 კვადრატული მეტრიდან შეძლებენ.
„ახალი ატრიუმი“ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს და მოიცავს: საკონფერენციო დარბაზს, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა კვების ობიექტსა და დასასვენებელ ზონას. ორდონიანი პარკინგი გათვლილია 130-მდე ავტომობილზე.
ბიზნესცენტრი აგრეთვე უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, ვიდეოკონტროლს, სახანძრო უსაფრთხოებას, ლიფტების მომსახურებასა და დასუფთავებას.
ბიზნესცენტრის მშენებლობა 2026 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 15,3 მილიონი დოლარია, საიდანაც თიბისის დაფინანსება 11 მილიონამდე დოლარს შეადგენს.
პროექტი „ახალი ატრიუმი“ ბიზნესცენტრ „ატრიუმის“ განვითარების ახალი ეტაპია. სივრცე უკვე მრავალი წელია თბილისში ფუნქციონირებს და ათობით კომპანიას აერთიანებს. გაფართოებისა და ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის საჭიროება კი გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.
„ახალი ატრიუმი“ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, გიორგი სააკაძის მოედანზე, მე-2 გასასვლელის #19-ში მდებარეობს. პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 511 550 555
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.