მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

თიბისის მხარდაჭერით, პრაღაში Ska Juice Bar-ის ორი ფილიალი გაიხსნა

news image
mbc image

თიბისის მხარდაჭერით, Ska Juice Bar-ის საზღვრები გაფართოვდა და მისი უახლესი ფილიალი უკვე პრაღაშიგაიხსნა. ხოლო მიმდინარე თვეში ამავე ქალაქში მეორე ფილიალსაც გახსნიან

დაარსების პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ საქართველოს ფარგლებს გავცდებოდით დაცენტრალურ თუ აღმოსავლურ ევროპის ბაზრებზე გავიდოდით“, აღნიშნავს გიორგი ტალახაძე, Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ოთხი წლის თავზე კი სწორედ ამ მიზნების განხორციელების დრო დადგა. როგორც გიორგი განმარტავს, მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად ამოწურეს ადგილობრივი ბაზარიისეთი კონცეფცია არ გვაქვს, რომელიც მასობრივ პროდუქციაზე კონცენტრირებული. ამიტომაც, თბილისში ჩვენი ობიექტებისრაოდენობა სრულად მოიცავს Ska Juice Bar-ის მომხმარებლებს. შესაბამისად, მეტი განვითარებისთვისპირვანდელი მიზნის ხორცშესხმა გადაწყვიტეს. ერთი წლის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში ჩაატარესმოკვლევა; შეისწავლეს ბაზრები, სადაც პოტენციურად გავიდოდნენამ პროცესშისკა ჯუს ბარს“ wolt დაეხმარა, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი.

საბოლოო ჯამში, რამდენიმე მიზეზის გამო, პრაღაზე შეაჩერეს არჩევანი. პირველ რიგში, ამოსავალიწერტილი გეოგრაფია იყოვინაიდან პრაღა ევროპის ცენტრს წარმოადგენს, გაფართოების აქედან დაწყებაგარკვეულწილად მარტივია. ამავდროულად, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაფერი იაფიადაწყებული პროდუქტებით, დასრულებული ლოგისტიკური ხარჯებით

აქვე ისიც საგულისხმოა, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ვოლტი, ბაზრის წილით მოწინავე პოზიციას იკავებს. თანაც პრაღაშისკა ჯუს ბარისმსგავსი კონცეფციის ობიექტები ნაკლებადაა  — შესაბამისად, ერთგვარ ახალსიტყვას შეიტანენ და განვითარების დიდ პოტენციალსაც მოიპოვებენ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, განვითარების ასეთ სწრაფსა და აქტიურ ტემპში თიბისის დიდი როლი აქვს. სკა ჯუს ბარის არსებობის პირველივე დღეებიდან თიბისის უდიდესი როლი მიუძღვის ჩვენსგანვითარებაში. პირველი სტარტაპ სესხი სწორედ აქ მოგვცეს, შემდეგ ყოველ ეტაპზე ხან საბრუნავიკაპიტალი დავიმატეთ, ხანახალი ფილიალის გასახსნელი. მუდმივად გვიჭერდნენ მხარს და ახლაც, როგორც ხედავთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგვახსნევინეს ორი ფილიალი. ალბათ, სულრამდენიმე ბიზნესია საქართველოდან ევროპაში გასული და ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესოა, როგორ შეიძლება თიბისის დაფინანსებით ასეთი პროგრესის მიღწევა“. 

როგორც გიორგი აღნიშნავს, სამომავლოდ გაფართოების კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ, რაშიც თიბისიმაქსიმალურად უწყობს ხელს


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია

21.08.2026.20:02

თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.

30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.

„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა