მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

news image
mbc image

16-22 ოქტომბერს ქუთაისი ერთი კვირით ევროპული კინოსა და თანამედროვე კინოხელოვნების შეხვედრის ადგილად იქცევა. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მეექვსე გამოშვებას კინოთეატრ „საქართველოში“ გამართავს და მაყურებელს კინოს მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს. ტრადიციულად, ფესტივალის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

წლევანდელი ფესტივალზე, ქართულ ფილმებთან ერთად, ფოკუსში მოექცა ევროპა და ევროპული კინოა. საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებულებს მთავარი პრიზი „ოქროს დინოზავრი“ სამ ნომინაციაში გადაეცემათ: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი.

ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი; კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუცა ალექსი-მესხიშვილი კი ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ევროპული კინოს არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას: მაყურებელი იხილავს უნგრული ახალი ტალღის ფილმებს, იტალიურ კინოკლასიკას, კრის მარკერის რეტროსპექტივას, გერმანული ექსპრესიონიზმის გამორჩეულ ნამუშევარს - ფ.ვ. მურნაუს „ფაუსტს“, რომელსაც ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. მაყურებელი ასევე იხილავს სტუდენტურ მოკლემეტრაჟიანი ფილმებს.

ფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა აერთიანებს საჯარო ლექციებს, შეხვედრებს და დისკუსიებს კინემატოგრაფისტებთან, მასტერკლასებს, კინოსახელოსნოებსა და მუსიკალურ საღამოებს.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქართული კინოს მემკვიდრეობას. რეზო გაბრიაძის 90-ე, ნანა მჭედლიძის, ლევან პაატაშვილისა და სესილია თაყაიშვილის 100 წლის იუბილეები სპეციალური ჩვენებებით აღინიშნება. ფესტივალის გახსნისას მაყურებელი ლევან გაბრიაძის „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ ნახავს, პროგრამაში კი კლასიკურ ქართულ ფილმებთან ერთად უახლესი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად იხილონ რამდენიმე ქართული ფილმი, მათ შორის უტა ბერიას „ცრემლსადენი გაზი“, ანა ურუშაძის „მეორეხარისხოვანი როლი“ და ნანა ჯანელიძის „ქმნილების ხელოსანი“, რომლითაც ფესტივალი დაიხურება.

ფესტივალის გამარჯვებულები, 22 ოქტომბერს,19:00 საათზე, კინოთეატრ „საქართველოში“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

თიბისისთვის კულტურის მხარდაჭერა მხოლოდ ცალკეული ღონისძიებების ხელშეწყობას არ გულისხმობს. ბრენდისთვის ეს არის გრძელვადიანი ხედვა, რომლის მიზანია შეიქმნას მეტი სივრცე ახალი იდეებისთვის, შემოქმედებითი დიალოგისა და განსხვავებული გამოცდილებების გასაზიარებლად. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალიც სწორედ ასეთი სივრცეა, სადაც კინო ქალაქს ახალ ენერგიას სძენს, განსხვავებულ ისტორიებს აერთიანებს და ეკრანს ადამიანების შეხვედრის ადგილად აქცევს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

09.10.2026.13:28

Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, Wyndham-ის რეზიდენციებისა და საერთაშორისო გუნდების წარდგენით არქი გრანდ ავენიუ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.

8 ოქტომბერს, გრანდ ავენიუზე, ცოტნე დადიანის ქ. 32-ში, არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა. ქალაქის ახალი ცენტრის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ და პროექტის ხედვა მოწვეულ სტუმრებს, მედიის წარმომადგენლებსა და არქელებს წარუდგინეს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ქალაქის ახალი ცენტრის განვითარების ახალი ეტაპისადმი მიძღვნილი სიმბოლური ხელმოწერისა და კაფსულის საძირკველში განთავსების ცერემონია გახდა, რომელშიც არქის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობდნენ.

„არქი გრანდ ავენიუ ქალაქის ახალი ცენტრია - ადგილი, სადაც თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე ცხოვრების შესაძლებლობებს დაუკავშირდება. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი მიზანია, საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები ერთიან გარემოდ განვავითაროთ. გვინდა, შევქმნათ უბანი, რომელიც ქალაქს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს და ადამიანებისთვის ცხოვრების, მუშაობისა და დასვენების გამორჩეულ ადგილად იქცევა“, - ილია წულაია, არქის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, სადაც მზიურის პარკზე დიდი რეკრეაციული სივრცე განთავსდება. დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები, ველობილიკები, სკეიტპარკი და ურბანული ამფითეატრი აქტიური ცხოვრებისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან გარემოს შექმნის.

სპორტული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, 3 200 კვ.მ ფართობის მეგა ჯიმსა და სპას გააერთიანებს. უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი. დაგეგმილი მიწისქვეშა გვირაბი კი ქალაქის ახალ ცენტრს წერეთლის გამზირთან რამდენიმე წუთში დააკავშირებს.

არქი გრანდ ავენიუს პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილი ვაგონთმშენებელი ქარხნის თანამედროვე ტრანსფორმაციაა. ისტორიული მემკვიდრეობის სრული შენარჩუნებით, ქარხანა გასტრონომიულ ჰაბს, საერთო სამუშაო, კომერციულ და გასართობ სივრცეებს გააერთიანებს და თბილისში მიზიდულობის ახალ ცენტრად ჩამოყალიბდება.

ქარხნის რენოვაციას ლონდონური არქიტექტურული სტუდია Benoy უძღვება. პროცესში ასევე ჩართულია Alkaş & Han Spaces, რომელიც სავაჭრო და სოციალური თავშეყრის სივრცეების განვითარებაზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს.
გრანდ ავენიუს გენერალური გეგმის შექმნასა და Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არქიტექტურაზე Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდია მუშაობს. გენერალურ გეგმასა და ლანდშაფტის დიზაინზე ასევე მუშაობს ავსტრალიური კომპანია OCULUS, რომელსაც ლანდშაფტის დიზაინერი ბობ ერლი უძღვება. Wei Yap Architecture, ვეი აპ ოის სტუდია, პროექტის მთლიან განვითარებაშია ჩართული და ქალაქის ახალი ცენტრის არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობს.

საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა პროექტში აერთიანებს არქიტექტურის, ლანდშაფტის, სტუმარმასპინძლობისა და კომერციული სივრცეების განვითარების გამოცდილებას. პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები ახალი ეტაპის დეტალებსა და თითოეული გუნდის ხედვას უშუალოდ მათი წარმომადგენლებისგან გაეცნენ.

საზეიმო საღამომ საერთაშორისო პარტნიორების წარდგენა, ოფიციალური გამოსვლები, სიმბოლური ხელმოწერის ცერემონია და მუსიკალური პროგრამა გააერთიანა.

არქი გრანდ ავენიუს ახალი ეტაპის პრეზენტაციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი მოჰყვება — 24 ოქტომბერს არქი გრანდ ავენიუში დიდი ფასდაკლების დღე გაიმართება. განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს და ბინების შეძენა ექსკლუზიურად ამ დღისთვის განსაზღვრულ ფასად იქნება შესაძლებელი, რომელიც აღარ განმეორდება. გასულ წელს დიდი ფასდაკლების დღეზე არქი გრანდ ავენიუში რეკორდული რაოდენობის — 644 ბინა — გაიყიდა.

„არქი ჯგუფის” შესახებ

„არქი ჯგუფი“ რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგია. ჯგუფში შემავალი „არქი ფროფერთი“ საქართველოს #1 დეველოპერული კომპანიაა, ბაზრის 18%-ზე მეტი წილით. 2006 წელს ილია წულაიასა და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებულ კომპანიას 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი აქვს და 70 000-ზე მეტ არქელსა და 34 ქვეყნიდან ინვესტორებს აერთიანებს. 2025 წელს კომპანიამ 3 000-ზე მეტი ბინა გაყიდა.

ჯგუფის საქმიანობა ასევე მოიცავს განახლებად ენერგეტიკას - ჰიდრო, მზისა და ქარის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 219 მეგავატს შეადგენს. „არქი“ საერთაშორისო ბაზრებზეც ვითარდება, მათ შორის ფლორიდაში.

Benoy-ის შესახებ

Benoy, ლონდონური არქიტექტურული სტუდია. ის მართავს პროექტებს ათეულობით ქვეყანაში და სპეციალიზდება მასშტაბური გენერალური გეგმების, აეროპორტების, სავაჭრო ცენტრებისა და მრავალფუნქციური კომპლექსების შექმნაში. დღეს სტუდია არქი გრანდ ავენიუს ფარგლებში ყოფილი ვაგონთმშენებელი ქარხნის თანამედროვე ტრანსფორმაციის პროცესს უძღვება. განახლებული ტერიტორია გასტრონომიულ, საერთო სამუშაო, კომერციულ და გასართობ სივრცეებს გააერთიანებს.

Alkaş-ის შესახებ

Alkaş საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სავაჭრო და სოციალური თავშეყრის სივრცეების განვითარებაზე მუშაობს. Alkaş-ის ექსპერტიზა სავაჭრო ცენტრებისა და PropTech-ის გლობალურ განვითარებას მოიცავს. არქი გრანდ ავენიუში კომპანია ყოფილი ქარხნის თანამედროვე და ინოვაციურ სივრცედ გარდაქმნაშია ჩართული.

Chapman Taylor Madrid Studio-ის შესახებ

Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდია საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიის ნაწილია. გრანდ ავენიუში სტუდია გენერალური გეგმის შექმნასა და Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არქიტექტურაზე მუშაობს. Chapman Taylor მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიაა, რომელსაც 60-წლიანი ისტორია, 70-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო და მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული მრავალი გამორჩეული პროექტი აქვს.

OCULUS-ის შესახებ

OCULUS წამყვანი ავსტრალიური კომპანია და ინტერდისციპლინური დიზაინის სტუდიაა, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტურაში, ურბანულ დიზაინსა და არქიტექტურაში სპეციალიზდება. კომპანია ბობ ერლიმ დააარსა, რომელიც ახლა არქი გრანდ ავენიუს გენერალური გეგმისა და ლანდშაფტის დიზაინის შექმნის პროცესს ხელმძღვანელობს.

Wei Yap Architecture-ის შესახებ

Wei Yap Architecture ავსტრალიელ-სინგაპურელი არქიტექტორის, ვეი აპ ოის სტუდიაა, რომელსაც 25 წელზე მეტი გლობალური გამოცდილება აქვს ავსტრალიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ბაზრებზე. სტუდია არქი გრანდ ავენიუს მთლიან პროექტშია ჩართული და ქალაქის ახალი ცენტრის არქიტექტურულ კონცეფციას ქმნის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა