მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

news image
mbc image

თიბისის მხარდაჭერით, საბავშვო სათამაშო მოედნების მწარმოებელმა GO-PLAYGROUNDS-მა რუსთავში თანამედროვე საწარმო განავითარა და პროდუქციას ექსპორტზე, ისრაელში, ყიდის. საწარმო 28 785 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და 70-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

2024 წელს კომპანია ხუთმა ისრაელელმა ინვესტორმა დააარსა. ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 2 მილიონი დოლარი თიბისის დაფინანსებაა. პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მიღებული დაფინანსებით კომპანიამ მოაწყო საწარმოო შენობა, შეიძინა საჭირო მანქანა-დანადგარები და საოპერაციო ხარჯები დააფინანსა.

GO-PLAYGROUNDS ისრაელის PSAGOT PLAYGROUNDS-ის პარტნიორია, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 30-წლიანი გამოცდილება აქვს, ამ ინდუსტრიაში კი 20 წელია წარმატებით მუშაობს. წარმოებული პროდუქცია თანამედროვე დიზაინით, მაღალი ხარისხის მასალებით, ინჟინრული სიზუსტითა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით გამოირჩევა. კომპანიის მიერ შექმნილი სათამაშო მოედნები ბავშვების გართობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ხელს უწყობს მათ შემოქმედებითობას, ფიზიკურ აქტივობასა და სოციალურ ინტერაქციას. თითოეული პროექტი დამკვეთის მოთხოვნებისა და სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით იქმნება, რაც GO-PLAYGROUNDS-ს უნიკალური და ფუნქციური სათამაშო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

GO-PLAYGROUNDS-ის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია როგორც საქართველოში, ისე ისრაელში. ამ ეტაპზე პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის და პარტნიორ კომპანიას მიეწოდება, მომავალში კი საწარმო ექსპორტის გაფართოებასაც გეგმავს. ბიზნესის განვითარების პარალელურად, კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. რუსთავის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში GO-PLAYGROUNDS-მა უსასყიდლოდ მოაწყო თანამედროვე საბავშვო სათამაშო სივრცე რუსთავის №34 საბავშვო ბაღში და მსგავსი ინიციატივების გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.

ქართული წარმოების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა თიბისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს, საერთაშორისო ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი საერთაშორისო ექსპერტიზის დანერგვასა და დასაქმების ზრდას ქვეყანაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში კრედო ბანკმა გრიგოლეთში გარემოსდაცვითი ღონისძიებები ჩაატარა

21.08.2026.13:59

კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს ინიციატივების განხორციელებას. პროექტის მიზანია მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება.

სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად შეიქმნა „მწვანე ანაბარი“, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დანაზოგით არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ გარემოს დაცვის საქმეშიც შეიტანონ წვლილი.

 „მწვანე ანაბრის“ ფარგლებში უკვე არაერთი აქტივობა განხორციელდა, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეკრეაციული სივრცის დასუფთავებასა და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათ შორის, უახლესი პროექტის ფარგლებში დაფინანსდა გრიგოლეთის სანაპირო ზოლის და ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებები.

ღონისძიებები განხორციელდა „მწვანე ანაბრის“ მფლობელი მომხმარებლების, პარტნიორი კომპანიების, კრედო ბანკის მიერ შექმნილი ფონდისა და გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის Let’s Do It საქართველო მხარდაჭერით. 

კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა