მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

news image
mbc image

17-19 აპრილს “ექსპო ჯორჯიამ” სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, Caucasus Build 2026-ს უმასპინძლა. ყოველწლიურმა ღონისძიებამ 200-მდე კომპანია გააერთიანა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა და სხვადასხვა ფორმატს მოიცავდა.
თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე პანელური დისკუსია გაიმართა - „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში - შესყიდვები და გადაწყვეტილებები“. კონფერენციაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მცირე და საშუალო მწარმოებლებს რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებათ.

„თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, მხარს უჭერს სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც აერთიანებს კომპანიებს საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. მშენებლობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის მსხვილი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. გასულ წელს ქვეყნის მშპ-ს 17% სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა, თიბისის წილი კი ამ ბაზარზე 45%-მდეა და ლიდერის პოზიცია გვიჭირავს. ბოლო წლებში სწრაფად გაფართოვდა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარიც - გაორმაგდა თიბისის დაფინანსებაც და ბანკის პორტფელმა 730 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, ჩვენი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით: Caucasus Build-ის პლატფორმით ვაძლიერებთ ბიზნესკავშირებს, ვაზიარებთ გამოცდილებას და ვქმნით რეალურ შესაძლებლობებს კომპანიებისთვის. ამით ხელს ვუწყობთ სექტორის ზრდას და ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„Caucasus Build არის პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სამშენებლო სექტორის მთავარ მოთამაშეებს და ქმნის სივრცეს ახალი პარტნიორობებისა და რეალური ბიზნეს შესაძლებლობებისთვის. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვნება და მასშტაბი, რასაც გამოფენა სთავაზობს როგორც პროფესიონალებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ სამშენებლო თუ სარემონტო პროექტებს გეგმავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპო ჯორჯია იყოს ადგილი, სადაც ყალიბდება თანამშრომლობა კომპანიებს შორის და იწყება ახალი პროექტები”,- რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

14.08.2026.20:18

საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”

ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.

„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.

სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა