მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

news image
mbc image

6 და 7 ნოემბერს თბილისში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია "სანდო ბანკინგი: ბიზნესის მდგრადობა შესაბამისობის გზით" ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიული საბანკო ჯგუფის Raiffeisen Bank International-ის ინიციატივით და “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ორგანიზებით გაიმართა. თიბისისთან ერთად კონფერენციის მხარდამჭერი “აზიის განვითარების ბანკი” იყო.

ღონისძიებაზე აქცენტი საერთაშორისო რეგულაციებსა და მათთან შესაბამისობაზე გაკეთდა. კონფერენციის ფარგლებში ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრაქტიკებზე, რომლებიც ხელს უწყობს შესაბამისობის სტანდარტების დაცვას, რისკების შემცირებასა და საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხო და გამჭვირვალე განხორციელებას. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის, მსხვილი გერმანული და ავსტრიული ბანკები - Commerzbank, Raiffeisen Bank International, Oddo BHF, LBBW; კონფერენციას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, მსხვილი იმპორტიორები და ექსპორტიორები რეგიონის ქვეყნებიდან.

კონფერენცია სხვადასხვა ფორმატში ჩატარდა და მოიცავდა როგორც ექსპერტთა პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს. 

“თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას - ეს ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ კომპანიებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საერთაშორისო რეგულაციებსა და შესაბამისობის სტანდარტებზე. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სანდო და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს კერძო სექტორს, მიიღოს უახლესი ინფორმაცია წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მარეგულირებელი ორგანოებისგან, რაც გააძლიერებს მათ საქმიანობას გლობალურ ბაზრებზე”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი. 

„Raiffeisen Bank International-ში გვჯერა, რომ ნდობა და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობა საბანკო სექტორში გრძელვადიანი  და სტაბილური ურთიერთობების საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ რეგიონული კონფერენცია სწორედ საქართველოში გაიმართა - პროგრესულ ქვეყანაში, რომელიც ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ კი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინი გვაქვს”,- კრისტიან ნოლი, Raiffeisen Bank International-ის საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის ინსტიტუციური კლიენტების მიმართულება.

 

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა