მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

news image
mbc image

თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული AI ნაკრები 2026 წლის 2-8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI 2026) მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად გუნდი ოლიმპადისთვის ინტენსიურ მომზადებას გადის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: 

  • მათე რეხვიაშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ ყიფშიძე -136-ე საჯარო სკოლა. 
  • ნიკოლოზ გეგენავა - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • გიორგი მაისურაძე - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ლუკა ბერიკელაშვილი - ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ანტონი ინგოროყვა - -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
  • ნიკოლოზ კილაძე - გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია.
  • გიორგი ცქიტიშვილი - -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა. 

საერთაშორისო ასპარეზისთვის მოსამზადებლად მათ გაიარეს GAIA-ს საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკულ მიმართულებებს მოიცავდა.

ნაკრებს ხელმძღვანელობს შოთა ელყანიშვილი, თანახელმძღვანელები კი ნიკა მიქაბერიძე და ლუკა დარსალია არიან. ოლიმპიადის პარტნიორი, თიბისისთან ერთად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მის ბაზაზე შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბია.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობა IOAI 2026-ში ამ მიზნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image BAG ინდექსი: გამოკითხული კომპანიების შეფასებით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა

15.07.2026.15:28

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის კვლევის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.1 ქულით გაიზარდა და 47.6 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 11.4 ქულით, ხოლო მოლოდინის მაჩვენებელი 10.1 ქულით გაუმჯობესდა.

სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც და მოლოდინებიც ყველაზე პოზიტიურია.
2026 წლის II კვარტალში ბიზნესის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიების ბიზნესსაქმიანობას თანაბრად აფერხებს - სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტორის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სპეციალისტების ნაკლებობის - 3 პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, გამძაფრდა ასევე, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა (11 პროცენტული პუნქტით), ხოლო ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა.

საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორს აწუხებს, ხოლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები მომსახურების და ვაჭრობის სექტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვარტალში ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 57%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა