თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში, AI წიგნიერების ეროვნული პროექტი იწყება. ამ ინიციატივით საქართველო იმ ქვეყნების რიგს უერთდება, რომლებმაც AI-ის სასკოლო პროგრამაში ინტეგრირება პირველებმა დაიწყეს.
AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე პროგრამიდან ფართო დანერგვის ეტაპზე გადადის. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა სკოლიდანვე ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება სწავლისთვის, შემოქმედებისთვის და მომავალი საქმიანობისთვის.
„თიბისისთვის ახალი თაობის განათლების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილია. იმისათვის, რომ თანამედროვე გლობალურ გარემოში ახალი თაობა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს ტექნოლოგიური ცოდნა და უნარები შეუცვლელი ინსტრუმენტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემა შევქმენით, რომლის მნიშვნელოვანი მიმართულებაა AI წიგნიერების განვითარება.
ბოლო ერთ წელიწადში GAIA-სთან პარტნიორობით 2500-ზე მეტ ახალგაზრდას მივეცით წვდომა თანამდეროვე AI განათლებაზე. ეს მხოლოდ დასაწყისია. AI წიგნიერების ეროვნული პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები, ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტიანად და პასუხისმგებლიანად გამოყენებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებს ტექნოლოგიურ განათლებას, რომელიც გვჯერა რომ დასაქმების შესაძლებლობად გადაიქცევა“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.
2026 წლის პირველ ნახევარში პროგრამის საპილოტე ვერსია, 200-მდე მოსწავლის მონაწილეობით, საქართველოს 4 რეგიონის 12 სკოლაში ჩატარდა. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განახლდა სასწავლო პროგრამა, გაკვეთილების მასალები და მასწავლებლების მომზადების მოდელი. 2026-2027 სასწავლო წლიდან კი ხელოვნური ინტელექტი სასკოლო პროგრამის ნაწილი ოფიციალურად გახდა და საჯარო სკოლებისთვის არჩევითი და კლასგარეშე საგნის ფორმატებით არის ხელმისაწვდომი.
2026-2027 სასწავლო წლის საორიენტაციო გეგმა პროგრამის გაფართოება 4 სხვადასხვა რეგიონის 30-მდე სკოლის 500-მდე მოსწავლის ჩართულობას ისახავს მიზნად. პარალელურად, მასწავლებლების მომზადების პროგრამაში დაგეგმილია 80-ზე მეტი პედაგოგის მიღება და გადამზადება. გრძელვადიანი მიზანია, AI წიგნიერების სწავლება ეტაპობრივად გახდეს ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით და სულ უფრო მეტ სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა, პროგრამა დამოუკიდებლად, საკუთარ მომზადებულ მასწავლებლებთან ერთად განახორციელოს.
“AI წიგნიერება ქვეყნის მომავალი კონკურენტუნარიანობის საკითხია. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ AI-ის გამოყენება სწავლისთვის, მუშაობისთვის და პრობლემების გადასაჭრელად, რადგან ეს უნარი შრომის ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ ცოდნის სკოლიდანვე განვითარება ქმნის უფრო ძლიერ AI ტალანტების ბაზას და მომავალში უფრო პროდუქტიულ პროფესიონალებს” - გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
პროექტზე GAIA საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. შეიქმნა AI წიგნიერების კონსორციუმი, რომელიც პროექტის მასშტაბირებისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდამჭერ კერძო სექტორის პარტნიორებს და დონორებს გააერთიანებს. კონსორციუმის პირველი წევრები თიბისი, მასტერქარდი, თეგეტა და სელფი გახდნენ. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი კი Google-ია, რომელიც მოსწავლეებს თავის წამყვან მოდელებზე წვდომას მისცემს.
თიბისისთვის განათლება ადამიანების განვითარებასა, ცხოვრების გამარტივებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალზე ზრუნვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ბრენდმა შექმნა საგანმანათლებლო ეკოსისტემა - თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია, პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ახალ მიმართულებებს და ამ გზით ხარისხიან განათლებას და თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნას ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
07.10.2026.14:50
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის ორდღიანი ლიდერობის პროგრამა გაიმართა.
24-25 სექტემბერს, ბათუმში გამართული პროგრამა საშუალო და მაღალი რგოლის ქალი პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათი ლიდერული უნარების განვითარებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობას.
ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდის მართვა, ონლაინუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.
შეხვედრებს დარგის გამოცდილი ექსპერტები და პროფესიონალები უძღვებოდნენ: თინათინ სტამბოლიშვილი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ქცევის ექსპერტი; ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და BTU-ს ასოცირებული პროფესორი; სალომე არღვლიანი, მეწარმე და EVA-ს დამფუძნებელი.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ბანკის SOLO ბიზნეს ლაუნჯსაც ესტუმრნენ, სადაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ WIMA Europe-ის ახალი წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
WIMA Europe საზღვაო სექტორში დასაქმებულ ქალთა პირველი ევროპული გაერთიანებაა, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს მეზღვაურობაში, საპორტო საქმიანობასა და ლოგისტიკაში დასაქმებული ქალების გაერთიანების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების მხრივ.