მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

news image

საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს ბოლოს, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას და ქმნის ერთიან, სისტემურ პლატფორმას მომავალი ტექ ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.

საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ტარდება. მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ. ამ დრომდე ქვეყანამ 11 ოქროს, 21 ვერცხლისა და 66 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადებში მონაწილე ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებენ კარიერას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია და განათლების მხარდამჭერი ბრენდი საქართველოში, აქტიურად ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობისთვის. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის დაარსება, რომლის ფარგლებშიც, თიბისი ახალი თაობის საერთაშორისო წარმატების მთავარი მხარდამჭერია. 

ჰაბი დღეს აერთიანებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებს. მათ შორის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადას (IOI), ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOAI), ევროპის გოგოების (EGOI) და ახალგაზრდულ (EJOI) ოლიმპიადებს, ასევე საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადას ინფორმატიკაში.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის შექმნა მრავალწლიანი გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის უკან დგას არაერთი პროფესიონალი და ენთუზიასტი, მათ შორისაა გიორგი მანდარია, რომელიც უკვე სამი ათწლეულია საქართველოს ტექნოლოგიური ტალანტების აღზრდას ემსახურება.

“იმ წლებში, როდესაც საქართველოში შესაძლებლობები ფაქტიურად არ არსებობდა, მაინც მჯეროდა, რომ საქართველო თავის სათქმელს იტყოდა საერთაშორისო ასპარეზზე.“ - გიორგი მანდარია, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი. 

ჰაბის შექმნით, ოლიმპიადების ორგანიზების, ნაკრების მომზადებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გამგზავრების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ხელმისაწვდომი გახდა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას და წარმატების ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

„განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, სწორედ ამიტომ ვქმნით და მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას რეალურ შესაძლებლობებს აძლევს. ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ცოდნას და ახალ შესაძლებლობებს,  რათა საქართველოდან კიდევ უფრო მეტი წარმატებული ისტორია დაიწეროს გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში“ - მარიამ თევზაძე, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდი.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა

24.04.2026.17:21

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში - ტრივია გრძელდება.

ამჯერად, საქართველოს ბანკმა, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, sCoolApp-ის ტრივიას მარკეტში ახალი ვაუჩერები დაამატა - ბიბლუსის 1,000 ცალი 50 და 20 ლარიანი, XS Toys-ის 100 ლარიანი და პეპელას 50 ლარიანი ვაუჩერები. დაგროვილი მონეტების გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ შესაბამისი ვაუჩერების მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ.

მოსწავლეებს შეუძლიათ აპლიკაციაში საკუთარი სკოლის მითითება და კლასელებთან ერთად საერთო შედეგისთვის ბრძოლა.  შეჯიბრების მთავარი პრინციპი ვარსკვლავებზეა დაფუძნებული: მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ.  სკოლის შედეგი მოსწავლეების საშუალო ვარსკვლავების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის თითოეული მოთამაშის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ლიდერბორდზე ქვეყნის მასშტაბით TOP 10 სკოლა გამოჩნდება - რაც თამაშს დამატებით მოტივაციასა და ჯანსაღ კონკურენციას მატებს.

თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა