მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

news image
mbc image

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, მერაბ ალექსიძის ქუჩა №9-ში, Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 27 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.

Capital Square 22-სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც გმირთა მოედნიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები ლობითა და კონსიერჟის მომსახურებით, A კლასის ბიზნესცენტრი, კომერციული ფართები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესდარბაზი.

კომპლექსში ტერიტორიის ნახევარზე მეტი რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა, სადაც შენარჩუნდება მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, მოეწყობა დაცული და ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები.

პროექტს 13-წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანია “საბურთალო ფიჭვები” განახორციელებს.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების, ენერგოეფექტური და მწვანე პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან ერთად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც ემსახურება. Capital Square სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მოხარული ვართ, რომ კომპანიასთან ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით, წლებია, პარტნიორებთან ერთად ხელს ვუწყობთ უძრავი ქონების სფეროს განვითარებას და 42%-იანი წილით სექტორის წამყვანი დამფინანსებლები ვართ”, - გიორგი კურცხალია, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი კორპორატიული ბანკირი.

„Capital Square-ის იდეა მხოლოდ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნას არ გულისხმობს. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ადამიანებს მომავლის ხარისხს აწმყოში შესთავაზებს. კაპიტალ სქვერში საცხოვრებელი, „სამუშაო და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები მწვანე არქიტექტურასთან ჰარმონიულად ერთიანდება. Capital Square თბილისის გულში, გმირთა მოედანთან, აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. უნიკალური ლოკაცია შესაძლებლობას იძლევა, იცხოვროთ თბილისის ცენტრის მშვიდ და მწვანე ნაწილში და ამავდროულად, იყოთ ქალაქის დინამიური ცხოვრების ეპიცენტრში, სტრატეგიულ ლოკაციებსა და ბიზნესცენტრებთან სულ რამდენიმე წუთის სავალზე.

მოხარულები ვართ, რომ პროექტის ფინანსური პარტნიორი თიბისი ბანკია. ჩვენთვის ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის, არამედ პროექტის ხარისხისა და განვითარების მიმართ ნდობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა’’, - ბათია ჯანაძე, ,,კაპიტალ სქვერის’’ დამფუძნებელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში - გიორგი ერაძე

23.10.2026.16:35

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს. საბჭოს ფარგლებში წევრი ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და მსჯელობენ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის შეფასებით, საერთაშორისო საფოსტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

„მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განვიხილოთ საფოსტო სექტორის განვითარების აქტუალური საკითხები, გავეცნოთ წარმატებულ პრაქტიკას და ვიმუშაოთ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის გზით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ფოსტისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საფოსტო მომსახურების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, ეფექტური და თანამედროვე მომსახურების შეთავაზებას.

მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭო 48 წევრი ქვეყნისგან შედგება და მსოფლიო საფოსტო ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა