მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

news image
mbc image

თიბისის, როგორც კულტურისა და ხელოვნების ერთგული მხარდამჭერი, უკვე წლებია ხელს უწყობს მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივების განხორციელებას. მათ შორისაა ფოტოგამოფენები „PROVOKE(D): იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ენა“ და „ქვიშის დიუნი“. ორივე გამოფენა „იაპონური ფოტოგრაფიის“ პროგრამის ნაწილია და „თბილისი ფოტო ფესტივალის“ მე-17 გამოშვების ცენტრალურ ღონისძიებას წარმოადგენს.

ექსპოზიციებზე დამთვალიერებლები გაეცნობიან 1960–1970-იანი წლების იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ტალღის შვიდი გამორჩეული წარმომადგენლის 70-მდე ნამუშევარს. გამოფენებს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი 2027 წლის 15 იანვრამდე მასპინძლობს.

საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი მსოფლიოში ცნობილი იაპონელი ავანგარდული ფოტოგრაფების - დაიდო მორიამას, იუტაკა ტაკანაშის, ტაკუმა ნაკაჰირას, კაცუო კიტაის, ჰიტომი ვატანაბეს, იშიუჩი მიაკოს და შოჯი უედას ნამუშევრები. მათი დიდი ნაწილი ჟურნალის და შემდეგ უკვე PROVOKE-ის მოძრაობის დამფუძნებელი და წევრია. 1960-70-იან წლებში მოძრაობამ ფოტოგრაფიის ახალი ენა შექმნა და ფოტოგრაფიული გამოსახულების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც იაპონიაში, ისე ევროპასა და აშშ-ში. PROVOKE-ის თაობამ „are, bure, boke“ (მარცვლოვანი, დაბინდული და ფოკუსგარეშე გამოსახულების) ესთეტიკით ფოტოგრაფიის ტრადიციული აღქმა შეცვალა.

გამოფენა წარმოდგენილი იქნება კოლოტიპების, მაღალხარისხიანი ბეჭდვის ერთ-ერთი უძველესი მეთოდით შექმნილი ანაბეჭდების სახით. კოლოტიპები საქართველოში პირველად გამოიფინება. პროექტი Benrido Atelier-სა და Tbilisi Photo Festival-ს შორის პარტნიორობის შედეგია.

„იაპონური ფოტოგრაფიის პროგრამის“ ფარგლებში 16 ოქტომბერს, ტაკა კავაჩი - Benrido Atelier-ს წარმომადგენელი საჯარო ლექციას გაამრთავს იაპონური ფოტოგრაფიის ტრადიციებზე და კოლოტიპის მეთოდზე.

ფესტივალის ფარგლებში, 28 და 29 ნოემბრს კი, მუზეუმისა და ფოტოგრაფიის სკოლის ფარგლებში გაიმართება კოლოტიპის ბეჭდვის ვორქშოფი, რომელსაც Benrido Atelier-ს ცნობილი კოლოტიპის მბეჭდავი ოსტატი (master printer) უსამუ იამამოტო გაუძღვება.

პროგრამის ორგანიზატორია ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის ცენტრი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან, სკოლასთან და თბილისი ფოტოფესტივალთან ერთად. გამოფენები იმართება Japan Foundation - ის ფინანსური მხარდაჭერით. იაპონური პროგრამის მხარდამჭერია იაპონიის საელჩო საქართველოში.

თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მრავალწლიანი გამოცდილებით, თიბისი ხელს უწყობს თანამედროვე კულტურის განვითარებას. ქმნის სივრცეს ახალი იდეების, შემოქმედებითი ინიციატივებისა და ქართველი აუდიტორიისთვის საერთაშორისო ხელოვნებისა გამოცდილებების გაზიარებისთვის.

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას #14.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო

16.10.2026.17:51

თიბისი კაპიტალი Euromoney-ს 2026 წლის Markets Awards-ის გამარჯვებულია. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელების შემდეგ, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ კომპანია აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესოდ (Georgia’s Best Equities House) აღიარა.

თიბისი კაპიტალი საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანია სხვადასხვა ციფრული პლატფორმის მეშვეობით ემსახურება როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ინვესტორებს.

თიბისი ინვესტიციები - თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებული პლატფორმით მომხმარებლებს დაახლოებით 9,000 აქციასა და ფონდში ინვესტირება შეუძლიათ. ასევე, თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მობაილბანკიდან ამერიკის ბაზრების გარდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც სთავაზობს ინვესტირებას. საინვესტიციო პლატფორმას ამ ეტაპზე 200 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა - თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა გამოცდილ ინვესტორებს აშშ-ის, ევროპის, გაერთიანებული სამეფოსა და აზიის ბაზრებზე წვდომას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ აქციებით, ETF-ებით, ბირჟაზე სავაჭრო ოფციონებით, ობლიგაციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით.

ინდივიდუალური საინვესტიციო მომსახურება - თიბისი კაპიტალი კლიენტებს სთავაზობს როგორც პასიური და აქტიური მართვის საინვესტიციო სერვისებს, ისე ტრეიდინგის საკონსულტაციო მომსახურებას. შეთავაზება მორგებულია თითოეული კლიენტის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის პროფილზე.

“თიბისი კაპიტალის მიზანია, ინვესტორებს სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობაზე წვდომა გავუმარტივოთ. ჩვენ ვფარავთ მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ბაზრებს და ყველა ტიპის ინვესტორს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. ამ სერვისების განვითარებით ახალ შესაძლებლობებს ვაჩენთ საქართველოსა და რეგიონში. Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც თიბისი კაპიტალის ლიდერობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა