მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება

news image
mbc image

3 ოქტომბერს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საერთაშორისო AI კონფერენციას  „Crossroad AI“ ჩაატარებს, რომელიც ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს გააერთიანებს.

თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და AI განათლების მთავარი მხარდამჭერი. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ს მხარდაჭერაც, კონფერენცია რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი იქმნება.

წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემაა, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, მათ შორის დეველოპმენტს, პროდუქტების შექმნას და ზოგადად, კომპანიებში კორპორატიულ ფუნქციებს.

კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი წამყვანი AI კომპანიებიდან მიიღებს მონაწილეობას. სპიკერები გააზიარებენ რეალურ გამოცდილებას - რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.

მოწვეული სპიკერები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა: Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.

• სარა მალდონი - AI ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, Make
• იან სმერჰოვსკი - GenAI Go-to-Market Lead, Google/Gemini
• არნას მატიუკასი - AI ინჟინერი, Google
• კინგა აშბოთი - უფროსი პროდუქტის მენეჯერი, YouTube
• ევჟენ ვიბიტული - AI Fellow, Anthropic/Claude
• ირაკლი სალია - AI Engineer, Hugging Face
• ნათია კუხილავა - CTO, Helio AI
• შოთა ელყანიშვილი - უფროსი ML ინჟინერი, ex Google, Microsoft, Pinterest
• ანი ჯანელიძე - DataOps-ის ხელმძღვანელი, ElevenLabs
• ბექა ზაქაიძე - დამფუძნებელი, SeekerClaw
• ლევან ცინაძე - AI მკვლევარი, Maxin AI და სხვები.

კონფერენციას ორი Builders და Applied მიმართულება ექნება. Builders მიმართულებაზე განხილული იქნება AI-ზე დაფუძნებული დეველოპმენტი, AI აგენტები, ღია მოდელები, ხმოვანი AI, AI-enabled SDLC პროცესები და რეალურ პროდუქტებში AI-ის დანერგვა. Applied მიმართულებაზე კი სპიკერები ისაუბრებენ AI-ის გამოყენებაზე პროდუქტის მართვაში, ბიზნესპროცესებში და AI ტრანსფორმაციის მართვაზე ორგანიზაციებში. კონფერენციის ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოფებიც.

ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით  ბმულზე. ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისის კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ბილეთის შეძენისას მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა