თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც BTU-ის ინიციატივითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა, ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჰაბის ერთ-ერთი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესება, მომავალი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნა და ეროვნულ ოლიმპიადებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოზარდებისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების მიმართულებით სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო.
ჰაბის ახალი სასერტიფიკატო კურსები განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, დაპროგრამების და ალგორითმების საფუძვლების შესწავლა სურთ. კურსები დაეხმარება მოზარდებს განივითარონ ალგორითმული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, გააძლიერონ ფუნდამენტური უნარები და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი.
პირველ, „დაპროგრამების საფუძვლების C++“ კურსზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და მალე სწავლის პროცესი დაიწყება.
21 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია ღიაა მეორე, „დაპროგრამების საფუძვლების Python“ კურსზე, რომლის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების ენა Python-ის საფუძვლებს.
მესამე, „მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლების“ კურსზე რეგისტრაცია მეორე კურსის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
კურსების დასრულების შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის მიმართულებით, ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, მონაწილეობა მიიღონ ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საოლიმპიადო შერჩევის პროცესში, გაიარონ ინტენსიური მომზადება და მომავალში საქართველოს სახელით ევროპისა და მსოფლიო მასშტაბის ტექნოლოგიურ ჩემპიონატებში მიიღონ მონაწილეობა.
თიბისის მხარდაჭერით ჰაბის საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერებას და მომავალი თაობის პროგრამისტების, ინჟინრებისა და ინოვატორების განვითარებას.
სხვა სიახლეები
გვჭირდება პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - მიხეილ ჯაფარიძე
24.09.2026.10:40
გვჭირდება პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„Policy-ის რასაც ეძახიან, ჩარჩო გვჭირდება, რა საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება მაგ ნაწილში და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ბევრი მოსაზრება. შეიძლება, იქითა მხარესაც, კანონმდებლობის მხრიდანაც, დაიბადოს ძალიან ბევრი იდეა, რომელიც ამ კუთხით დაეხმარება სექტორს.
იმიტომ, რომ ფაქტია, საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა განვიხილოთ არც ერთ შემთხვევაში და არ იქნება სწორი. ჩემი მხრიდან ნამდვილად ამას არც ვიზამდი, რომ კერძო სექტორს უნდა, რომ გაიზარდოს - პრინციპია. აქ საუბარია იმაზე, სადაზღვევო კომპანიებს რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკაში.
თუ ამას ასე შევხედავთ, და რეალურად ასეც უნდა შეხედოს სახელმწიფომ, მერე უკვე ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, მაგალითად, რა როლი შეიძლება შეასრულოს სექტორმა რისკის მართვაში, რა როლი შეიძლება შეასრულონ დაგროვებითი სისტემების განვითარებაში.
მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა უცხოეთში დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომელიც საქართველოში არ არის განვითარებული. ახლაც ვცდილობთ, რაღაცები ვაკეთოთ, მაგრამ ძირითადად სიცოცხლის დაზღვევა, რაც საქართველოში არის, ეს არის ბანკის კრედიტი, როცა თქვენ სავალდებულო წესით უნდა დააზღვიოთ, იმიტომ რომ ბანკი თავის საკრედიტო რისკს აზღვევს.
აი, ასეთი ნიუანსებია, სადაც განვითარდა ახლაც რაც გვაქვს - ესეც კერძო სექტორიდან დავალდებულებული, სავალდებულო ტიპის პროდუქტებია“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.