თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდა
თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“ საერთაშორისოტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა. კონფერენციის მიზანი ტექნოლოგიური კომუნის ერთად შეკრება, მათი გაძლიერება და ინსპირაციის მიცემა იყო. თიბისიმ უკვე მესამედ დაუჭირა მხარი კონფერენციას და მასში მონაწილეობაც მიიღო როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ.
კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვაკომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ.
თიბისი კონფერენციაზე წარმოადგინეს ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილემ, იური სემენიხინმა და მონაცემთა ანალიზის გუნდიდან მანანა ქირიამ და ლაშა ფანცხავამ.
იური სემენიხინმა შეკრებილ ადამიანებს გაუზიარა ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინათიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე. ხოლო მანანა ქირიამ და ლაშა ფანცხავამ MSOps და AI-ს თემებზე ისაუბრეს.
წლევანდელმა კონფერენციამ 500-ზე მეტი ადამიანს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ მოწვეული უცხოელიგამომსვლელები. კონფერენციის ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იყო მიმართული: FinOps, ციფრულიტრანსფორმაცია, კიბერ-უსაფრთხოება, Big Data და AI.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.