მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისის მობაილბანკი ბაზარზე საუკეთესოა

news image
mbc image

ავტორიტეტული გამოცემების EUROMONEY -ის და Global Business and Finance Magazine -ის მიხედვით თიბისისაქართველოში საუკეთესო მობაილბანკს სთავაზობს თავის მომხმარებელს.  

კატეგორიაში “საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში“,  2024 წელს EUROMONEY - მა და Global business and finance magazine - მა გამარჯვებულად თიბისის მობაილბანკი დაასახელეს.  

თიბისიმ გაიმარჯვა Global Business and Finance Magazine -ის კიდევ ორ კატეგორიაში, ესენია:  

  1. ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საქართველოში  
  1. საუკეთესო ციფრული ბანკის ბრენდი საქართველოში   

თიბისის გუნდი მუდმივად სთავაზობს ინოვაციებსა და სიახლეებს თავის მომხმარებელს. წელსმობაილბანკში დანერგილი სიახლეებიდან რამდენიმეს გამოვყოფთ:  

  • ერთგული ქულების გადაცვლა ლარებში  

ახლა უკვე შეგიძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან გადაცვალოთ ერთგული ქულები ლარებში დასურვილისამებრ  დახარჯოთ.  

  • განაწილების  განახლებული ვადა 

აქამდე თუ მხოლოდ 6 თვეზე შეგეძლოთ თანხის განაწილება - ახლა უკვე 6-დან 36 თვემდეც კი შეიძლებათანხის განაწილება.   

  • სიახლე საინვესტიციო პლატფორმაზე  

უკვე შესაძლებელია ფავორიტი აქციების სია გააკეთოთ და მარტივად ადევნოთ თვალი რჩეულ კომპანიებს;   

ასევე, მობაილბანკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ ანალიტიკოსების შეფასება პოპულარულ აქციებზე.    

  • თიბისის ნაკრების გამოწერა 

თუ გსურთ, ნაკრების ფარგლებში კიდევ ერთი ბარათის დამატება - ახლა პირდაპირ მობაილბანკიდანშეგიძლიათ დაამატოთ ბარათი და ფილიალში მისვლაც არ მოგიწევთ. 

  • ავტო კომფორტი 

ავტო კომფორტის ფუნქციონალის ფარგლებში, შეგიძლიათ მანქანის დამატება და ჯარიმის გადახდა ქვითრის ნომრის გარეშე. მობაილბანკი გადახდის თარიღის მოახლოებასაც შეგატყობინებთ, თავიდანაგაცილებთ საურავის გადახდას დაგვიანებულ ჯარიმებზე.  

 მომენტალური გადარიცხვები 

თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ანგარიშზე მომენტალურად შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა და ეს პროცესი მომხმარებელთან უკუკავშირის საფუძველზე კიდევ უფრო გავამარტივეთ.  

თიბისის გუნდი განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას, მათთან უკუკავშირის საფუძველზე კი ციფრულ ბანკშიმუდმივად ინერგება სიახლეები. Განაახლეთ აპლიკაცია AppStore/PlayStore-დან და გამოიყენეთ ყველა ესახალი ფუნქციონალი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა