თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალებსა და შესაძლებლობებს ყოველთვიურად სთავაზობს. აგვისტოს განახლებებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის დისტანციურად გააქტიურება და განახლებული „ავტოკომფორტი“.
მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE) დაემატა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან შეიძინონ LSE-ზე დალისტული საერთაშორისო და ქართული კომპანიების აქციები და მათ შორის, TBC PLC-ის აქციები.
ინვესტირება შესაძლებელია ბრიტანულ ფუნტში (GBP), £1-დან, დამატებითი აპლიკაციის, რეგისტრაციისა და პლატფორმის გარეშე.
ვადიანი ანაბრის მფლობელ მომხმარებლებს ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გააქტიურება უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ. სესხის მისაღებად დამატებითი შემოსავლების შესწავლა, ფილიალში მისვლა ან ქოლ-ცენტრში დარეკვა საჭირო აღარ არის.
ფუნქციონალი ხელმისაწვდომია პროდუქტების აქტივაციაში, სესხების ჩანართსა და ანაბრის დარღვევის პროცესში, რაც მომხმარებლებს სესხის რამდენიმე წუთში გააქტიურების შესაძლებლობას აძლევს.
მობაილბანკის განახლებული „ავტოკომფორტი“ ავტომფლობელებისთვის შექმნილი ერთიანი ციფრული ჰაბია. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ:
• მიიღონ მყისიერი შეტყობინებები ჯარიმების შესახებ;
• გადაიხადონ ჯარიმები 0% საკომისიოთი;
• შეავსონ პარკირების ბალანსი;
• ნახონ ჯარიმების დეტალები და სტატუსი;
• ისარგებლონ პარტნიორების სპეციალური შეთავაზებებით.
„ავტოკომფორტით“ სარგებლობა 3 თვის განმავლობაში უფასოდ არის შესაძლებელი.
მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები მომხმარებლებს ფინანსური და ყოველდღიური საქმეების ერთ სივრცეში, მარტივად და სწრაფად მართვის შესაძლებლობას აძლევს. თიბისი მობაილბანკის განვითარებას და მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შექმნას მუდმივად აგრძელებს.
სხვა სიახლეები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
08.10.2026.14:00
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და
სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათების შეთავაზება.
სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თანხის გადახდა სოციალური ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე უნდა განახორციელოს.
აღნიშნული შეთავაზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში მოქმედებს:
· ქირურგიის ეროვნული ცენტრი
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე"
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის პოლიკლინიკა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე: shorturl.at/9aPCC
ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა შეთავაზების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/LSfuz