მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

news image
mbc image

თიბისის მობაილბანკი მუდმივად ვითარდება, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. ამჯერად, მობაილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებს, სესხის გაფორმებასა და სამოგზაურო ბარათის შეკვეთას კიდევ უფრო გაგიმარტივებს.

თუ აქამდე მობაილბანკიდან სხვა ქართულ ბანკში თანხის გადარიცხვა მხოლოდ ლარში იყო შესაძლებელი, ახლა უკვე უცხოურ ვალუტაშიც შეძლებ თანხის გადარიცხვას SWIFT კოდის გამოყენებით.

ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოგადგება, თუ საზღვარგარეთ სწავლობ ან მოგზაურობ, გიწევს სწავლის, საცხოვრებლის ან სხვა ხარჯების დაფარვა, ან ხშირად ახორციელებ საერთაშორისო გადარიცხვებს. სიახლე ასევე კომფორტულია საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მსგავსი ოპერაციების შესრულება რეგულარულად უწევთ.

გარდა ამისა, გადარიცხვისას თავად გადაწყვეტ, ვინ გადაიხდის საბანკო საკომისიოს - შენ თუ მიმღები. თუ საკომისიოს შენ დაფარავ, მიმღებს სრულად ჩაერიცხება გაგზავნილი თანხა, ხოლო თუ საკომისიოს მიმღები გადაიხდის, თანხა საკომისიოს გამოკლებით ჩაერიცხება.

აქამდე უცხოურ ვალუტაში მსგავსი გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ ფილიალში ან პირადი ბანკირის დახმარებით იყო შესაძლებელი, ახლა ყველაფერს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში შეძლებ.

კიდევ უფრო მარტივი გახდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის გაფორმება. ხელშეკრულების დადასტურებას უკვე შეძლებ არა მხოლოდ ერთჯერადი კოდით, არამედ Face ID-ის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებითაც.

ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია საშუალებას გაძლევს:

• ხელშეკრულება დაადასტურო კოდის შეყვანის გარეშე;

• ისარგებლო უსაფრთხოების დამატებითი დონით;

• პროცესი უფრო სწრაფად და კომფორტულად დაასრულო;

• სესხის გაფორმება რამდენიმე წამში დაასრულო.

თუ Concept 360-ის ნაკრების გამომწერი ხარ და არასდროს გქონია Travel Card-ი, სამოგზაურო ბარათის შეკვეთას უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებ.

შეთავაზებას პროდუქტების აქტივაციის გვერდზე, ბარათებისა და ანგარიშების ჩანართში ნახავ. ბარათის შესაკვეთად ფილიალში მისვლა ან ბანკირთან დაკავშირება აღარ დაგჭირდება - განაცხადს დისტანციურად შეავსებ; ბარათს კი, სასურველ მისამართზე საფოსტო მომსახურებით მიიღებ და მის ყველა ბენეფიტსაც მარტივად გამოიყენებ.

მობაილბანკს მუდმივად ემატება ფუნქციონალები, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს. ფინანსების მართვა, საბანკო პროდუქტებით სარგებლობა თუ ახალი სერვისების მიღება - ყველაფერი ერთ სივრცეში გხვდება, სწრაფად, უსაფრთხოდ და მაშინ, როცა გჭირდება - TBC Internet Banking

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

10.08.2026.13:31

საქართველოს ბანკის ახალმა ინიციატივამ - მცირე ბიზნესის ჯაჭვი - ქალაქში ახალი, საინტერესო მარშრუტი შექმნა. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერა და ადგილობრივი ობიექტების ერთ მეგობრულ ქსელად გაერთიანებაა. ჯაჭვის მექანიკა მარტივია: მიდიხარ ერთ ობიექტში, პოსტერიდან კუპონს ჩამოხევ და შემდეგი გაჩერებისკენ მიემართები, სადაც ახალი აღმოჩენა და ფასდაკლება გელოდება.

გაჩერება: MOB Burgers

ჯაჭვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი რგოლი MOB Burgers-ია - თბილისში პოპულარული სმეშ ბურგერების (Smash burger) სივრცე, რომელიც ცნობილია ადგილზე მომზადებული, ნატურალური ინგრედიენტებით.

როგორც MOB Burgers-ის დამფუძნებელი, გიორგი სიხარულიძე, გვიყვება, ჯაჭვის ინიციატივამ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:

„თითოეული პატარა ბიზნესი კონკრეტული ადამიანის შრომასა და მონდომებას აერთიანებს. საქართველოს ბანკის მსგავსი ინიციატივები კი გვეხმარება, ჩვენი ისტორია ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ, რაც მთლიანად მცირე ბიზნეს ეკოსისტემას აძლიერებს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მივცეთ მოტივაცია და გავუზიაროთ გამოცდილება“.

გზა გრძელდება სიოსკენ

MOB Burgers-ში გემრიელი შესვენების შემდეგ წრეს  Sio Print-თან მიჰყავხარ. სიო პრინტი არის შემოქმედებითი და კონცეპტუალური პრინტშოპი თბილისში, სადაც ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნიკალური ილუსტრაციები იბეჭდება - ეს არის სივრცე, სადაც ურბანული ესთეტიკა, დიზაინი და ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან.

როგორც Sio Print - ის გუნდი აღნიშნავს, მსგავს პროექტებში მონაწილეობა მათთვის ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია:

„მცირე ბიზნესების ჯაჭვში ჩართვა ჩვენთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, რადგან სიო ლოკალურ ენერგიასა და შემოქმედებას აერთიანებს. ჩვენთვის ურთიერთმხარდაჭერა არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ სოლიდარობის ფორმაა. მსგავსი პროექტები მცირე ინიციატივებს მასშტაბსა და ხილვადობას მატებს და გვეხმარება, ჩვენი სათქმელი უფრო დიდ აუდიტორიამდე მივიტანოთ.“

ჩაერთეთ ჯაჭვში

ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:

Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut

თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გსურთ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.

ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობთ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი

პროცესი მარტივია:

შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას;

მიიღეთ პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით პოსტერს, რომლითაც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანთ;

უმასპინძლეთ მომხმარებელს: მოემზადეთ სტუმრებისთვის, რომლებიც ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესიდან, ფასდაკლების ვაუჩერით სწორედ თქვენთან მოვლენ.

ჯაჭვის მონაწილეები უკვე ქმნიან მომხმარებლის საერთო მარშრუტს. განახლებადი სიის ნახვას კი რუკაზე შეძლებთ.

აღნიშნული კამპანია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალა ერთობაშია. საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მცირე ბიზნესები უფრო სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან და მიიწევენ წინ. წრე არ ჩერდება, თვალი ადევნეთ სიახლეებს, რადგან მომდევნო სტატიებში პროექტის სხვა გამორჩეულ მონაწილეებზეც მოგიყვებით.

ჩაერთეთ ჯაჭვში

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა