თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა
თიბისი აგრძელებს მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას, ამჯერად სიახლეა თიბისის მობაილბანკში, სადაც ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, რომლითაც შესაძლებელია ნაკრების ფარგლებშიბარათის დამატება.
თუ ნაკრების გამომწერი ხარ, დღეიდან შეგიძლია ახალი ბარათი უფასოდ დაიმატო. მაგალითად, თუ გაქვსმხოლოდ ვიზა, შეგიძლია შეუკვეთო მასტერქარდი ან პირიქით. შესაძლებელია როგორც ფიზიკური ისეციფრული ბარათის შეკვეთა.
მობაილბანკიდან ბარათის შეკვეთა ძალიან მარტივია, შემდეგ კი მომხმარებელი უთითებს სასურველმისამართს, სადაც უნდა რომ ბარათი მიიღოს.
ციფრული ბარათის შეკვეთის შემთხვევაში ბარათის გააქტიურება ხდება მომენტალურად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.