თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ხშირად ამბობენ, წარმატებისთვის „სწორ დროს და სწორ ადგილას“ უნდა აღმოჩნდე, თუმცა თიბისის დახმარებით ამისთვის განსაკუთრებული გამართლება აღარ არის საჭირო – საქართველოს ნებისმიერი კუთხეშეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ იდეას ეფუძნება თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს თანამედროვე პროფესიების დაუფლების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.
თიბისისთვის განათლება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამიტომ, თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია მთელი საქართველოს მასშტაბით შლიან როგორც გეოგრაფიულ, ისეფინანსურ ბარიერებს და ხარისხიან განათლებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდიან.
ონლაინ სწავლება მხოლოდ მოქნილი ფორმატი აღარ არის – ის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. მონაწილეები სწავლობენ ინტერაქციული ონლაინ ლექციების ფორმატში, მუდმივ კომუნიკაციაში არიანლექტორებთან, მენტორებთან და ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებთან. მათ შეუძლიათ ისწავლონ სახლიდან, არ მოწყდნენ სამსახურს, ოჯახსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, გაიცნონ თანამოაზრეებისაქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამასთან, ონლაინ ფორმატი ავითარებს დამოუკიდებელი სწავლის, დროის მართვისა დაციფრული თანამშრომლობის უნარებს, რომლებიც თანამედროვე კარიერისთვის აუცილებელია.
თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია 9-12 კლასის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ აცნობს ყველაზემოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. პროგრამაში 4 500-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო, რომელთა 35% რეგიონებიდანაა. ტექსკოლის კურსდამთავრებულები დღეს უკვე თავადაც აზიარებენ ცოდნას „ტექსკოლისელჩების“ პროგრამის ფარგლებში.
2019 წლიდან თიბისი IT აკადემიამ 5 000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა, მათ შორის 48% ქალია, ხოლო 500-მდეკურსდამთავრებული დასაქმდა თიბისისა და მისი პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში.
უფასო ონლაინ პროგრამაა თიბისი კამპუსიც, რომელიც 18-24 ასაკის ყველა მსურველს მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებებს სთავაზობს. კამპუსის მონაწილეთა 57% რეგიონებიდანაა, პროგრამას უკვე 1000-მდე მონაწილე ჰყავს, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მასტუდენტმა წარმატებით დაასრულა.
თიბისისთვის განათლება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ, კომპანია ქმნის შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი თანამედროვე განათლება არ იყოსდამოკიდებული საცხოვრებელ ადგილზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე თუ ასაკზე. თიბისი ტექნოლოგიურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც მომავალი თაობის, ძლიერი ეკონომიკისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.