თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
ნებისმიერი ანტრეპრენერი კომპანიას ერთი დიდი იდეის გარშემო ქმნის. თუმცა, ყოველდღიურ რუტინაში ბიზნესლიდერები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოპერაციო საკითხებს, ვიდრე სტრატეგიულ მიზნებსა და იდეებს.
თიბისიში კარგად ესმით, რომ ბიუროკრატია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, ბანკმა ბიზნესებს ახალი, დისტანციური სერვისი შესთავაზა
სახელფასო პროექტში ჩართვა და თანამშრომლებისთვის ბარათების გახსნა ახლა პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი და ამისათვის, ფილიალში ვიზიტი აღარ დაგჭირდებათ.
“ბიზნესების დრო ძალიან ღირებულია და ღირებულება ბიუროკრატიაში არ უნდა დაიკარგოს,”-ამბობს თეო აბულაძე, თიბისის სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდის ლიდერი და აქამდე არსებულ პრაქტიკას გვიხსნის.
სახელფასო პროექტის გასაფორმებლად კომპანიის დირექტორი მიდიოდა ბანკის ფილიალში და დოკუმენტებზე აწერდა ხელს. ახალი სერვისის საშუალებით, ყველა ამ ეტაპის გავლა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი.
„ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებს და ვცდილობთ, მათზე მორგებული კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ახალი სერვისი ორგანიზაციას დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტვიებს“, - ამბობს თეო აბულაძე.
სახელფასო ბარათებზე თიბისის გამორჩეული და განსხვავებული პირობები, ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.
თუ ონლაინ პროცესებს ფიზიკურ სივრცეში სტუმრობას ამჯობინებთ, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია.
სიახლის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თიბისის ცხელ ხაზზე, ან ფილიალში სტუმრობისას მიიღებთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.