თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მათ მუდმივად ანებივრებს მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, მნიშვნელოვან თარიღებში.
თიბისიმ მომხმარებლებზე 14 თებერვლისთვისაც იზრუნა და სხვადასხვა კატეგორიებში, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული მომენტალური ქეშბექ შეთავაზებები მოუმზადა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადახდილი თანხის ნაწილს, ერთგულ ყულაბაში ტრანზაქციის დასრულებისთანავე დაიბრუნებენ.
14 თებერვალს ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ობიექტებში- Her Story, Glass Gallery, Love Stars და Mzera, გადახდისას, თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებთ.
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. გარდა ონლაინმაღაზიისა- herstore.ge/
შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.
April Flowers Shop, MonTa&Go Flowers, Flowers.ge, Lilat Flower Shop და Beauty Flowers- 14 თებერვალს აღნიშნულ ობიექტებში ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 20%, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ.
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. გარდა ონლაინმაღაზიისა- Liliat Flower Shop
შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.
14 თებერვალს ასევე 20 %-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებთ შერჩეულ კვების ობიექტებში: Ganjina Dessert Shop, Tkbili, Lunatic Bakery და Dodonut, სადაც ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 50 ლარი დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ.
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.