მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

news image
mbc image

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში „მოიწვიე ფინედუ კლასში“, თიბისის თანამშრომლები ფინედუს დესპანების როლში ჩაერთნენ და სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ინტერაქციული შეხვედრები ჩაატარეს. პროექტის მიზანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში თიბისის წარმომადგენლები ქობულეთის, ბათუმის, დაბა ჩაქვისა და რუსთავის 11 სკოლას 270 მოსწავლეს შეხვდნენ. ინტერაქციული ფორმატის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ლარის ისტორიას, მონაწილეობა მიიღეს ფინანსური განათლების თემაზე შემეცნებით თამაშებში და საჩუქრად მიიღეს მათ ასაკზე მორგებული საგანმანათლებლო კომიქსები.

შეხვედრების ფარგლებში, თიბისის წარმომადგენლები, მოსწავლეებს ესაუბრნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფულის გონივრული მართვა, დაზოგვის მნიშვნელობა, გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის ფინანსური მზადყოფნა, ფინანსური მიზნების დასახვა და მიღწევა, ასევე, ფინანსური უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები. შეხვედრების მიზანი იყო, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებლობისა და ფულთან სწორი ურთიერთობის უნარები.

თიბისისთვის ფინანსური განათლების ხელშეწყობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი აქტიურად მონაწილეობს ინიციატივებში, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფინანსური ცოდნის გაღრმავებასა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში ეხმარება.

პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით ხორციელდება.

ფულის გლობალური კვირეული (Global Money Week) 2012 წლიდან მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში იმართება და მისი მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო განათლების პოპულარიზება. საქართველოში ინიციატივას საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, 2026 წელს უკვე მეთორმეტედ შეუერთდა. წლევანდელი კამპანია ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მათ ფინანსურად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა