თიბისისა და BDO Academy-ის პარტნიორობის ფარგლებში, საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე ვორქშოპი ჩატარდა
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მისცეს. სწორედ ამიტომ, BDO Academy-ასთან ერთად, ფინანსური მენეჯერების პროფესულ საჭირობებეზე მორგებული, საგანმანათლბებლო კურსი შეადგინა.
3 დღიანი ვორქშოპის ფარგლებში, 70-მა მონაწილემ ისეთ თემებზე მიიღო ინფორმაცია, როგორებიცაა: საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, IFRS 3 - ბიზნეს კომბინაცია და IFRS 10 - კონსოლიდირებული ფინანსური ანგრიშგება.
ვორქშოპის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს სფეროს პროფესიონალებმა: მიხეილ ენუქიძემ - პარტნიორი, BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელი; ბაია იზორიამ - მენეჯერი, BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილება და ივანე ჟუჟუნაშვილმა - პარტნიორი, BDO Georgia-ს აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.