მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

თითქმის ორი თვის შემდეგ, რაც ირანთან დაკავშირებული ესკალაცია დაიწყო, საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენა თავდაპირველ მოლოდინებთან შედარებით უფრო მსუბუქი აღმოჩნდა - Galt & Taggart

news image

თითქმის ორი თვის შემდეგ, რაც ირანთან დაკავშირებული ესკალაცია დაიწყო, საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენა თავდაპირველ მოლოდინებთან შედარებით უფრო მსუბუქი აღმოჩნდა - აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციაში ,,ირანის ესკალაცია: 50 დღის შემდეგ - საქართველოს მდგრადობის შეფასება” წერს.

,,მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ესკალაცია ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მონაცემები ეკონომიკის მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. 2026 წლის მარტში საქონლის ექსპორტი და ფულადი გზავნილები წლიურად კვლავ გაიზარდა; საგადასახადო შემოსავლები და დღგ-ის ბრუნვა, რომელიც ეკონომიკური აქტივობის რეალურ დროში ინდიკატორია ძლიერი დარჩა, ხოლო ლარი მარტის შუა პერიოდიდან კვლავ გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, ვაფასებთ, რომ მარტში ეკონომიკური ზრდა წლიურად 6.0%-ზე მეტი იყო. იანვარ-თებერვალში დაფიქსირებულ 8.4%-იან ზრდასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ პირველი კვარტალი ძლიერი გამოვიდა. შესაბამისად, ვტოვებთ 2026 წლის სრული წლის ზრდის პროგნოზს 6.0%-ზე, რადგან ახლო აღმოსავლეთის ესკალაციას ჯერჯერობით შეზღუდული გავლენა აქვს ფართო ეკონომიკურ აქტივობაზე”, - წერს Galt & Taggart-ი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2 და 3 მაისს „კიკეთის ფერმაში“ ფესტივალი „ცხენების დღეები“ გაიმართება

24.04.2026.16:00

2 და 3 მაისს კიკეთში ორდღიანი ფესტივალი „ცხენების დღეები“ გაიმართება, რომელიც სტუმრებს ბუნებაში შემოქმედებითი და უქმეების აქტიურად გატარების შესაძლებლობას სთავაზობს.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ:

  • ცოცხალი მუსიკა;
  • ცხენბურთის შოუ;
  • ქართველი მხატვრების თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
  • გასართობი ზონა ბავშვებისა და უფროსებისთვის;
  • სხვადასხვა ვორქშოპი;
  • კვების ზონა;
  • თემატური და ხელნაკეთი ნივთების Pop-up სივრცე.

ღონისძიება აერთიანებს კულტურას, სპორტს და დასვენებას ბუნებრივ გარემოში და მიზნად ისახავს დამსწრეებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას.

ბილეთები: http://tkt.ge/KiketiFarmxDodoEvents.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა