მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა

news image
mbc image

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ინფორმაციით, ახალი Toyota RAV4-ის მიმართ ინტერესი ოფიციალურ პრეზენტაციამდე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. შეკვეთების მიღება ავტომობილის წარდგენისთანავე დაიწყო და მსურველთათვის ისევ გრძელდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალურ წარდგენამდე მომხმარებელთა მაღალი ინტერესი Toyota-ს ბრენდისა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიმართ არსებული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ღონისძიების მიზანი სტუმრებისთვის განსხვავებული გამოცდილების შექმნა იყო - ავტომობილის ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ბრენდის ღირებულებების ხელოვნების ენით წარმოჩენა. პრეზენტაციას დაესწრნენ კომპანიის პარტნიორები, კორპორაციული და საცალო მომხმარებლები, სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ „თიბისი დაზღვევა“, „ალდაგი“ და GPI.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „გვინდოდა, ახალი Toyota RAV4-ის პრემიერა ტრადიციული პრეზენტაციის ფორმატს გასცდენოდა და სტუმრებისთვის სრულიად განსხვავებული გამოცდილება შეგვეთავაზებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სფერო ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ავტომობილი სპექტაკლ-წარმოდგენის ფორმატში წარგვედგინა. ვფიქრობთ, ეს კონცეფცია საუკეთესოდ გამოხატავს ახალი RAV4-ის მთავარ ღირებულებებს - ინოვაციას, ტექნოლოგიას, ემოციასა და მოძრაობის თავისუფლებას.

ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები მომხმარებელთან ურთიერთობის ნაწილია. გვინდა, ადამიანებმა არა მხოლოდ ახალი ავტომობილი ნახონ, არამედ ის ღირებულებები და დამოკიდებულება იგრძნონ, რომელთანაც Toyota უკვე ათწლეულებია, ასოცირდება. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება აძლიერებს ნდობას ბრენდის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლის არჩევანი სწორ გადაწყვეტილებას ეფუძნება“.

ახალი თაობის Toyota RAV4 კიდევ უფრო გაუმჯობესებული კომფორტით, დახვეწილი დიზაინითა და ახალი თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიით გამოირჩევა. ავტომობილი როგორც მძღოლის, ისე მგზავრების უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. ახალი ჰიბრიდული სისტემა კი მას ერთდროულად მეტად მძლავრსა და ეკონომიურს ხდის, ხოლო განახლებული დიზაინი ელეგანტურობასა და დინამიკურ, სპორტულ ხასიათს შორის ბალანსს ქმნის.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ინფორმაციით, ახალი Toyota RAV4-ის მიმართ ინტერესი ოფიციალურ პრეზენტაციამდე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. შეკვეთების მიღება ავტომობილის წარდგენისთანავე დაიწყო და მსურველთათვის ისევ გრძელდება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალურ წარდგენამდე მომხმარებელთა მაღალი ინტერესი Toyota-ს ბრენდისა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიმართ არსებული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“  შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“  ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

11.09.2026.19:48

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.

ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა