„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ განახლებულ შოურუმში წარუდგინა.
Camry უკვე თითქმის 40 წელია, Toyota-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. 21 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეული 100-ზე მეტ ქვეყანაში, D/E სეგმენტის ყველაზე პოპულარული სედანი, 2022-2023 წლების მსოფლიოში მე-5 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი - Camry არაერთი ტიტულის მფლობელია. თუმცა იაპონური ავტოგიგანტისთვის ეს საკმარისი არ არის და მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო გამორჩეული მოდელი შესთავაზა.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებს მეცხრე თაობის Camry წარვუდგინეთ. ყველასათვის ცნობილია, რომ ტოიოტას აღნიშნული მოდელი გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით. რაც შეეხება უშუალოდ ახალი თაობის Camry-ს, საკმაოდ საინტერესო ცვლილებებით არისწარმოდგენილი. მაგალითად, ექსტერიერის ნაწილში გვხვდება Hammer Head ცხაურა, რომელიც გახდა ამ ბრენდის სტილის ხელწერა ახალი თაობის მოდელებში, რაც ავტომობილის ძლიერ ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს. ახალი მოდელის მთავარი პრიორიტეტი ასევე ციფრული ტექნოლოგიებია. რაც შეეხება ძრავას, ავტომობილი წარმოდგენილია ახალი, მე-5 თაობის, 2,5 ჰიბრიდული და 2,5 ბენზინის ძრავებით. ეს კიკიდევ უფრო ზრდის მართვის დინამიკას და ასევე უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აჩქარებას. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ეს ზრდა მიღწეულია საწვავის ეკონომიურობის გაუმჯობესების პარალელურად. დარწმუნებული ვარ, რომ მეცხრე თაობის CAMRY ისევე მოთხოვნადი იქნება, როგორც ამ მოდელის წინა ვერსიები და ისგაყიდვების ლიდერობას შეინარჩუნებს“.
თანამედროვე შთაბეჭდილების შესაქმნელად, ახალი თაობის Camry აღჭურვილია განახლებული მაშუქებით და ზედა ცხაურა კიდევ უფრო თხელია. შეცვლილია ძრავის საფარის ფორმაც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ჰაერის ნაკადი ზევით მიემართება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის დონეს. გარდა ამისა, შეიცვალა კარის სახელურის სტრუქტურაც, რამაც ასევე დადებითად იმოქმედა ხმაურის დიაპაზონის ცვლილებაზე და უზრუნველყო მძღოლისა და მგზავრების უფრო კომფორტული გადაადგილება.
რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, Hammer head განუმეორებელი სტილი ისევ მეორდება. უკანამაშუქები გამოირჩევა კიდევ უფრო თანამედროვე ნათებით, რაც სრულ ბალანსშია ავტომობილის ექსტერიერთან.
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.