მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა

news image
mbc image

Kaizen Award-ის გამარჯვებული წელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაა“. კომპანიამ აღნიშნული აღიარება კაიზენის პრინციპების სისტემური დანერგვისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესებისთვის მოიპოვა, რაც Toyota-ს გლობალური სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. Kaizen Award იაპონური ბრენდის ოფიციალურ სადილეროებს ყოველწლიურად გადაეცემა. შეფასება ხდება სხვადასხვა საოპერაციო და მომსახურების ინდიკატორის მიხედვით (KPI), რომლებიც ბიზნესის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს – მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებელს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პროცესების ეფექტიანობას, სერვისის სისწრაფესა და თანამშრომლების ჩართულობას.

კავკასიის რეგიონში ჯილდოსთვის კონკურენცია სამ ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის მიმდინარეობს. 2025 წლის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მსგავსად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კვლავაც შეძლო უმაღლესი შეფასების მიღება და რეგიონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირება.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ Kaizen Award-ის უკვე მეორედ მიღება განსაკუთრებული აღიარებაა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია წარმატებით ნერგავს კაიზენის ფილოსოფიას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მუდმივად ცდილობს ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას, მომსახურების პროცესების ოპტიმიზაციასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიდგომით კავკასიის რეგიონში უმაღლესი შეფასება მივიღეთ, რითაც დავადასტურეთ, რომ ჩვენი საქმიანობა Toyota-ს გლობალურ სტანდარტებს შეესაბამება.

ასეთი მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რა თქმა უნდა,დიდი პასუხისმგებლობაა. კაიზენის ფილოსოფიაც ხომ იმას გულისხმობს, რომ განვითარება არასდროს შევწყვიტოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა კიდევ უფრო გავაღრმაოთ, გავზარდოთ გუნდის ჩართულობა, დავნერგოთ ახალი ინიციატივები და მუდმივად გავაუმჯობესოთ როგორც შიდა პროცესები, ისე მომხმარებლის გამოცდილება. ჩვენი მიზანია, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ მიმართულებით რეგიონში ყოველთვისგამორჩეული მაგალითი იყოს“.

კაიზენი (Kaizen) იაპონური მენეჯმენტის კონცეფციაა, რომელიც უწყვეტ გაუმჯობესებას ნიშნავს. ტერმინი ორი იაპონური სიტყვისგან შედგება: „კაი“ ნიშნავს ცვლილებას, ხოლო „ზენ“ –უკეთესობისკენ. ის შეგვიძლია პირდაპირ ვთარგმნოთ, როგორც „ცვლილება უკეთესობისკენ“, რასაც საფუძვლად უწყვეტი გაუმჯობესება უდევს. ეს მიდგომა განსაკუთრებით განვითარდა Toyota-ს საწარმოო სისტემაში და დღესაც კომპანიის კორპორაციული კულტურის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად რჩება. მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ მცირე, ყოველდღიური ცვლილებები პროცესების ეფექტიანობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის და კომპანია წარმატებამდე მიჰყავს.

კაიზენის პრინციპები პრაქტიკაში გულისხმობს პროცესების მუდმივ შეფასებასა და დახვეწას, რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, თანამშრომლების აქტიურ ჩართულობასა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მომსახურებას. სწორედ ამ მიდგომის წყალობით კომპანიებს შეუძლიათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების დაჩქარება და მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი განვითარება.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ ფილოსოფიას ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად იყენებს. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდისავტომობილის შეძენასა და მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს მომხმარებელს ერთ სივრცეში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სთავაზობს. პარალელურად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აგრძელებს საოპერაციო პროცესების დახვეწას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა