მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა

news image
mbc image

თანამედროვე ციფრული სისტემები, კომფორტი, უსაფრთხოების მოწინავე გადაწყვეტები და მრავალფეროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ამ მოდელის სავიზიტო ბარათად იქცა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში მე-6 თაობის უახლესი RAV4 წარადგინა.

ახალი ავტომობილის წარდგენის ღონისძიება კახეთში, Hotel Meteo-ში გაიმართა, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი SUV ადგილზე გააცნეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილი თავად გაეტესტათ და მისი მონაცემები შეეფასებინათ. ღონისძიებას თან სდევდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო უნიკალურსა და დასამახსოვრებელს ხდიდა. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „Toyota RAV4 წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი SUV მოდელია. მოხარულები ვართ, რომ მისი სრულიად ახალი, მე-6 თაობის წარდგენა სწორედ მათთან ერთად შევძელით. ეს ავტომობილი უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ განახლებული მოდელი. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომფორტსა და იმ თავისუფლების შეგრძნებას, რასაც RAV4 ყოველთვის ატარებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეზენტაციები მხოლოდ პროდუქტის წარდგენას არ ემსახურებოდეს. გვინდოდა, სტუმრებს რეალურად გამოეცადათ ახალი RAV4“.

 

ღონისძიების ცენტრალური მომენტი საღამოს ოფიციალური ნაწილი იყო, სადაც სტუმრებმა პირველად იხილეს მე-6 თაობის Toyota RAV4. პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოაჩინეს ავტომობილის განახლებული დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ახალ თაობას წინა მოდელისგან მკვეთრად განასხვავებს. ახალი მოდელი მორგებულია როგორც ქალაქის გზებზე, ისე ქალაქგარეთ სამოგზაუროდ.

ღონისძიება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა. მათ შორის, „თიბისი დაზღვევის“, „თიბისი ლიზინგის“, „ალდაგის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“, „მეტროპოლის“, Bridgestone-ისა და „სარაჯიშვილის“.

მე-6 თაობის Toyota RAV4-ის წარდგენით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მომხმარებლების მიმართ და ბაზარზე იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც ბრენდს ათწლეულებია გამოარჩევს.

ახალი მოდელის შეკვეთა, ტესტდრაივის დაჯავშნა და RAV4-ის პოტენციალის ადგილზე გამოცდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა