მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა

news image
mbc image

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთი აღიარება დაიმსახურა - ზედიზედ უკვე მეორედ კომპანია Toyota Ichiban-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. პორტუგალიის ალგარვის რეგიონში გამართულ Toyota-ს ყოველწლიურ ცერემონიაზე ქართული კომპანია ევროპის საუკეთესო დილერებს შორის დაასახელეს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2 200-ზე მეტ ევროპულ სადილეროს შორის გამოარჩიეს და 34 ქვეყნის 47 საუკეთესო დილერთან ერთად დაჯილდოვდა.

იოშიჰირო ნაკატა, Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი: „Ichiban-ის გამარჯვებულები ყოველდღიურად აჩვენებენ, რას ნიშნავს მომხმარებლის ნდობის დამსახურება. ისინი არ შემოიფარგლებიან მოლოდინების დაკმაყოფილებით - უსწრებენ ამ მოლოდინებს, თავად აყალიბებენ მათ და მთელი ჩვენი ქსელისთვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებენ. სწორედ მათი უნარი, მოერგონ ცვლილებებს, ითანამშრომლონ და განუწყვეტლივ ისწრაფონ გაუმჯობესებისკენ, განსაზღვრავს Toyota-ს მომავალს ევროპაში“.

 „იჩიბანი“ იაპონური სიტყვაა და ქართულად ნომერ პირველს ნიშნავს. ეს ჯილდო ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს უფრო მეტს სთავაზობენ, ვიდრე უბრალოდ სერვისია. წლევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმა გახდა გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის განმტკიცებისა და ინდუსტრიის მომავლის ერთობლივად განსაზღვრისთვის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გენერალური დირექტორი: „იჩიბანის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოპოვება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს აღიარება ადასტურებს ჩვენი გუნდის ერთგულებას, პროფესიონალიზმსა და იმ მაღალი სტანდარტის დაცვას, რომელსაც Toyota მსოფლიოს მასშტაბით აწესებს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ რეგიონში მოქმედ დილერებს შორის სწორედ საქართველოდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ შეძლო ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება. ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული გუნდის შესაძლებლობებს საერთაშორისო დონეზე. მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიური შრომაც ამ წარმატების საფუძველია, ჩვენს მომხმარებლებს კი - ნდობისა და ერთგულებისთვის“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა გამარჯვებულთა შორის, რომელიც, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წამყვან დილერებთან ერთად, საქართველოს წარმოადგენდა ცერემონიაზე. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლები, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა კომპანიის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო დილერებს, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ზედიზედ მეორედ მოპოვებული ჯილდო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დასტურია და ცხადყოფს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Google, Nike, Meta, Monday.com, Dolce & Gabbana: ბრენდები და მათი სპიკერები, რომლებსაც გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ზე ნახავთ

12.06.2026.12:51

რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური მოძრაობა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი წელს კიდევ უფრო გავლენიანი სახელებით ბრუნდება. Google, Nike, Dolce & Gabbana, Amazon, Amber, Fuckup Nights – ეს სია გრძელდება და საბოლოო ჯამში 200-ზე მეტ სპიკერს აერთაინებს. GTWT 2026-ის მოწვეულ სტუმრებს თბილისი 20 ივნისს, მთავარ ღონისძიებაზე, Factory Tbilisi-ს ხუთ სხვადასხვა სცენაზე ნახავს.

გიფიქრიათ, როგორი ხერხებით აკეთებს ბიზნეს ანალიტიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოდის სახლი? ან როგორია ყოველდღიურობა იმ მენეჯერული ციფრული პლატფორმის ოფისში, რომლითაც თქვენს სამუშაო გუნდში დავალებებს ანაწილებთ? გაინტერესებთ როგორ აღიქვამენ საქართველოს სტარტაპ პოტენციალს საერთაშორისოდ სახელგანთქმული ანგელოზი ინვესტორები? ან გსურთ დაესწროთ სტემფორდის უნივერსიტეტის ლექტორის მოხსენებას და მოისმინოთ მისი პირადი ისტორიები ცნობილი ,,სილიკონ ველიდან?” ამ ყველაფერს და მეტს თქვენ წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ზე შეძლებთ.

,,ჩვენ წელს ორჯერ გავზარდეთ მოწვეული სპიკერების რაოდენობა. ეს სია დაკომპლექტებულია როგორც გამორჩეული ადგილობრივი პროფესიონალებით, რომლებიც წლებია უკვე საქართველოში ინოვაციასა და ახალ ცოდნას ქმნიან, ისე მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდების წარმომადგენლობით, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ გლობალურად ბიზნეს და კულტურული ტრენდების შექმნაში. ვგეგმავთ, რომ ამ ადამიანებს სცენა მივცეთ როგორც ტრადიციულ საკონფერენციო გარემოში, ისე გავაერთიანოთ ისინი არაფორმალურ ნეთვორქინგ ზონებში, რათა გლობალ ტექ ვიქენდის სტუმრებს მათი პირადი გაცნობის საშუალება მიეცეთ.” – გვეუბნება ნია რესულიძე, სპიკერებისა და ოპერაციების ხელმძღვანელი.

ვის, სად და როდის ვნახავთ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ზე?

ღონისძიებები სამ დღეზეა განაწილებული და GTWT 2026 მოწვეულ სტუმრებს თბილისში, პარტნიორი კომპანიების სხვადასხვა ლოკაციებზე გაუმასპინძლდება.
პირველ დღეს, 19 ივნისს, 80-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი ვორქშოფების, კონფერენციების, დახურული სამუშაო შეხვედრებისა და ლექციების ფორმატში. სრული პროგრამა ხელმისაწვდომია: luma.page-ზე.

მთავარი ღონისძიება 20 ივნისს, შაბათს, ,,კოკა-კოლას” საწარმოს ყოფილ შენობაში გაიმართება. Factory Tbilisi-ს ხუთ სხვადასხვა სცენაზე თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ:

მონიკა ბიელსკიტე
Protopia Futures-ის დამფუძნებელი და Nike-ის პირველი "Futurist in Residence". როგორც პროგნოზირების პრაქტიკოსი, ის ქმნის მომავლის მდგრად სტრატეგიებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ადამიანური გამოცდილების გათვალისწინებით. მონიკა მუშაობდა ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Disney/Marvel, Google, Microsoft და BBC, ასევე კითხულობს ლექციებს CERN-სა და როკფელერის უნივერსიტეტში.

დოტ ლანგი
გლობალური სოციალური მედიის სტრატეგი, რომელიც ერთმანეთთან ადამიანურ ქცევასა და ციფრულ კულტურას აკავშირებს. მან მარკეტინგული კარიერა ჯერ კიდევ MySpace-ზე დაიწყო, დღეს კი ქმნის კამპანიებს Meta-ს, Adobe-სა და Wix-ისთვის. დოტი ციფრული მარკეტინგის წრეებში ცნობილია როგორც Mother of Dragons, რადგან სოციალური მედიის ევოლუციის პროცესში შეიმუშავა ე.წ. „Dragon Strategy“.

ლუჩიანო ფრეიტასი
Aftermoon-ის ხელმძღვანელი და ინოვაციური მეწარმე, რომელიც კომპანიის ზრდისთვის სტრატეგიასა და მარკეტინგს მათემატიკური სიზუსტით იყენებს. როგორც გლობალური მარკეტინგის ექსპერტი 10 მილიარდ დოლარზე მეტი გავლენით, მას ეკავა მენეჯერული პოზიციები Airbnb-ში, Uber-სა და Hotmart-ში. ლუჩიანო არის ნეირომეცნიერი და ლიდერშიფის სპეციალისტი. ის კონსულტაციას უწევს ისეთ მსოფლიო გიგანტებს, როგორებიცაა Pfizer, Deloitte და Danone.

პეპე ვილატორო
სერიული ანტერპრენერი და Fuckup Nights-ის თანადამფუძნებელი. მისი შექმნილი ორგანიზაცია გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ადამიანებს ასწავლის მარცხის ინოვაციის ინსტრუმენტად გარდაქმნას. Fuckup Nights ამ დროისთვის 70-ზე მეტ ქვეყანას ესტუმრა თავისი უნიკალური ისტორიებით. პეპემ ასევე წარმატებით მართა ისეთი "უნიკორნი" კომპანიების სწრაფი ზრდა, როგორებიცაა WeWork და Deel.

მაიკ ფიშერი
ინტერაქციული გართობის სფეროს ლეგენდარული ხელმძღვანელი, რომელსაც Amazon-ში, Microsoft-სა და Square Enix America-ს C დონის მენეჯერული პოზიციები ეკავა. მან შექმნა ისეთი საკულტო ფრენჩაიზების საგამომცემლო სტრატეგია, როგორებიცაა Fortnite, Final Fantasy, Tomb Raider და Halo. ამჟამად მაიკი არის გეიმინგ ინდუსტრიის venture ფონდის, Firstpoint VC-ის გენერალური პარტნიორი.

თომას კოლსტერი
მარკეტინგისა და მდგრადი ბიზნესის სფეროში გლობალური ავტორიტეტი, რომელსაც Forbes-მა „კლიმატის ცვლილების აგენტი“ უწოდა. მან შემოიღო ტერმინი Goodvertising და წიგნში "The Hero Trap" აღწერა მეთოდოლოგია, რომელიც ბრენდებს რეალური გავლენის მოხდენაში ეხმარება. თომასი კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Meta, Adidas, IKEA და P&G.

საერთაშორისო სპიკერებთან ერთად სტუმრები გამორჩეული ქართული ბრენდების წარმომადგენლების გამომსვლელებსაც იხილავენ. ასე, ლოკალური გამოწვევების გადაჭრაზე ფიქრი საერთაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით ხდება შესაძლებელი, რაც მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.

მესამე დღე კულტურულ გამოცდილებებს და არაფორმალურ ბიზნეს შეხვედრებს გააერთიანებს გააერთიანებს, საბოლოოდ კი გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 21 ივნისის საღამოს, დახურვის ცერემონიით და კოქტეილ წვეულებით დასრულდება.

თუ გსურთ დაესწროთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტექ. ღონისძიებას, შეიძინეთ ბილეთები სასურველ პლატფორმაზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live

ღონისძიებებისა და სპიკერების შესახებ ინფორმაცია განახლებადია. სიახლეებისთვის ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს: 

InstagramFacebookLinkedIn

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა